პასტა-გებჟალია |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > პასტა-გებჟალია

პასტა-გებჟალია

pasta_nadugit

პასტა ძალიან მიყვარს, მაგრამ რადგან ვიცი, რომ კალორიულია, ვცდილობ მაქსიმალურად შევზღუდო, მხოლოდ კვირაში ერთხელ და ისიც დღის პირველ ნახევარში გავაკეთო და როგორც ფაბიო ფოლტრანმა ბარილას მასტერკლასის დროს გვირჩია, ერთ პორციაზე მეტი არ შემომეჭამოს :D

პიტნიან-ყველიანი პასტის (ჩვენებურად – მაკარონის) შესახებ ადრეც წავიკითხე უცხოურ საიტებზე, მაგრამ არც გამისინჯავს და არც აზრად მომსვლია გაკეთება, სანამ ცოცხალი პიტნის სეზონი არ დადგა. შემდეგ კი ჩემებური, ქართული ინგრედიენტებით ჩავატარე ექსპერიმენტი. რატომაც არა? ვინ მიშლის. რეცეპტს იტალიურობას ვერ დავაბრალებ, მაგრამ გემრიელობაზე შემიძლია თავი დავდო.

ინგრედიენტები:

  • პასტა – 1 შეკვრა (500 გრ)
  • ნადუღი – 300 გრამი
  • კიტრი – 1 ცალი
  • ყველი – 100-150 გრამი (ნაკლებადმარილიანი)
  • პიტნა – გემოვნებით (ან უკვე პიტნით შეკმაზული ნადუღი გამოიყენეთ)
  • შავი პილპილი, მარილი

(დაგჭირდებათ ბლენდერი, ხელის ან ჭიქა)

nadugi_pitnit_kitri_kveli

მომზადება:

მაკარონი ფაბიოს რჩევისამებრ ბევრ წყალში მოვხარშე, ზუსტად ყუთზე მითითებულ დროში (10-11 წთ), ამასობაში სოუსის ინგრედიენტები დავაბლენდერე კარგად, ტაფაზე გადავიტანე, მარილი, პილპილი და ნახევარი ჭიქა მდუღარე წყალი მაკარონის ქვაბიდან დავუმატე გასათხელებლად, გაწურული მაკარონიც ჩავუშვი და კარგად ამოვურიე.

სულ ესაა. გემრიელად მიირთვით :)

დასასრულს, გთავაზობთ ცნობილი იტალიური სიმღერის გაქართულხალხურებულ, ძალიან ხალისიან ვერსიას, ისეთივე ჰიბრიდს, როგორც ეს კერძია <3

კომენტარები

კომენტარი

Ekateriné O Niani @ Ratatui.Me
ბლოგ რატატუისა და Ratatui Food & Media-ს დამფუძნებელი. იურისტი, პერსონალური, თემატური და კორპორატიული ბლოგინგისა და სოცმედიამარკეტინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. მოყვარული ფოტოგრაფი.
http://katiee.ge

Leave a Reply

Top