თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > პასტა პამიდვრით და ბეკონით

პასტა პამიდვრით და ბეკონით

რამდენიმე დღის წინ მაკარონის დღე ყოფილა, ჩვენს ფბ გვერდზე ერთმა მკითხველმა “გვისაყვედურა” კიდეც,  მაკარონის ახალ რეცეპტს ველოდიო ამ დღის აღსანიშნავად…   ბოლო დღეებში ისე ცოტა დრო მრჩება საყვარელი ბლოგისთვის, მაკარონის დღე საერთოდ არ გამხსენებია :(  რეცეპტების სიმცირეს არ ვუჩივი, იმდენი დამიგროვდა! მაგრამ საღამოს, დაღლილი რომ მივუჯდები ლეპტოპს, მხოლოდ თვალის გადავლების ძალაღა მაქვს შერჩენილი :)

დღეს რამდენიმე თავისუფალი საათი გამომიჩნდა და ვსარგებლობ შემთხვევით :)  ჯერ მაკარონის კერძს შემოგთავაზებთ, მოგვიანებით კიდევ რაიმე გემრიელს და მარტივს.

მაშ ასე, დავიწყოთ :)

 

2 ულუფა პასტა (დაახლოებით 140-150 გ)

100 გ ბეკონი

1 ხახვი (სურვილით)

40 გ პარმეზანი

1 დიდი პამიდორი

ოხრახუში

პილპილი

 

pasta bekoniT

პასტა მოვხარშოთ მარილწყალში წესისამებრ.

პარალელურად, ბეკონი  დავჭრათ  და ცოტა ცხიმში შევწვათ ტაფაზე.  დავამატოთ დაჭრილი ხახვი, შემდეგ კი კანგაცლილი, დაჭრილი პამიდორი.

დავამატოთ  წყლისგან გადაწურული მოხარშული პასტა და რამდენიმე წუთით დავტოვოთ  ცეცხლზე, თან ამოვურიოთ.
ბოლოს დავამატოთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში,  და პილპილი
მარილი არ დავამატოთ, რადგან ბეკონს აქვს თავისი სიმლაშე და პასტაც მარილწყალშია მოხარშუილი

ბოლოს ემატება გახეხილი ყველი

.
გემრიელად მიირთვით :)

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top