სააღდგომო პასკა (კულიჩი) |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > სადღესასწაულო > სააღდგომო პასკა (კულიჩი)

სააღდგომო პასკა (კულიჩი)

პასკის სახლში ცხობა რამდენიმე წელია რაც დავიწყე.  ამის სურვილი კი ჩემმა დედამთილმა გამიჩინა :)  მართალია, ის ჩემსავით არაა შეყვარებული კულინარიაზე, მაგრამ პასკას ყოველთვის სახლში აცხობდა.  ერთი ძველი რუსულენოვანი კულინარიული წიგნი აქვს, უამრავი საინტერესო რეცეპტით და სწორედ ამ წიგნის მიხედვით აცხობდა უგემრიელეს პასკას. მოგვიანებით,  ერთ-ერთ კულინარიულ ფორუმზე კიდევ ერთი კარგი რეცეპტი ვიპოვე, ამ ორის გაერთიანებით კი საბოლოო ვერსია შევაჯერე, რომელიც ძალიან მომწონს და ყოველ წელს ვაცხობ, ისე რომ ექსპერიმენტების სურვილი აღარ მიჩნდება.  არაჟანი რეცეპტში სწორედ  იმ ძველი რუსული წიგნიდანაა, ის ცომს სინოტივეს აძლევს/უნარჩუნებს და საბოლოო მზა პასკა არის სურნელოვანი, მძიმე, ნოტიო.

სანელებლებს ყოველთვის დიდი ყურადღებით ვეკიდები, აუცილებლად ახალდაფქული და არომატული უნდა იყოს. ახალდაფქულ კარდამონს  საოცარი სურნელი აქვს, თავბრუდამხვევი :) შეგიძლიათ სუნელებს წიანსწარ დაასხათ ცოტა სპირტი ან კონიაკი, ასე ბევრი აკეთებს.

ცომს თუ მაცივარში ააფუებთ უკეთესი იქნება, მაგრამ მთლიან ულუფას თუ გამოაცხობთ საკმაოდ ბევრია და არა მგონია მაცივარში დაეტიოს. აქვე გაითვალისწინეთ, რომ მაცივარში აფუება საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია.  მეორე ჩაზელვის შემდეგ ფორმებში გადაიტანთ და დააცლით ხელახლა ამოფუებას.  ძალიან ნუ დაბრაწავთ ღუმელში, რადგან გამოშრება, სასიამოვნო ოქროსფერი რომ გახდება გამოიღეთ.

დაგჭირდებათ

15 ც კვერცხი

1,5 -2 კგ შაქარი

500გრ კარაქი (ან მარგარინი, ან 50/50)

500 გრ არაჟანი

3,5 კგ ფქვილი (დაახლოებით, შესაძლებელია -/+)

1ჩ.კ. ვანილი

1 ჩ.კ. მუსკატი

1/2 ჩ.კ მიხაკი (დაფქული ან დაჩეჩქვილი წვრილად)

1ჩ.კ. დარიჩინი

2ჩ.კ. ილი ანუ კარდამონი

2კანიანად გატარებული ლიმონი

500გრ ქიშმიში

ფორთოხლის ცუკატები(სასურველია)

ცალკე აიღეთ

5-6 ს.კ საფუარი

1 ლ თბილი რძე

1ს.კ. შაქარი

მარილი

ცოტა ფქვილი საერთო რაოდენობიდან

მომზადება

სანელებლების რაოდენობა შეგიძლიათ გაზარდოთ, აქ მოცემულია აუცილებელი მინიმუმი
ქიშმიში დაალბეთ კონიაკში.

თბილი რძის ნახევარში  გახსენით საფუარი, შაქარი, ცოტა მარილი, ცოტა ფქვილი. აცალეთ აფუება.

გათქვიფეთ შაქარი და კვერცხები, შეურიეთ არაჟანი და საფუარიანი მასა.

შემდეგ იწყებთ ამ მასით ცომის ზელას: ამატებთ სანელებლებს ლიმონის ჩათვლით, კარგად გახსნით(სუნელების რაოდენობა შეგიძლიათ შეცვალოთ). ფქვილის შუაგულში ამოაღრმავეთ და ჩაასხით ჯერ საფუვრიანი მასა, დაიწყეთ ზელვა და ნელნელა ამატეთ კვერცხიანი მასა და დარჩენილი რძე. როგორც კი სასურველი სისიქის ცომს მიიღებთ, შეწყვიტეთ სითხის დამატება, სჯობს რძე ან კვერცხი მოაკლოთ, ვიდრე მეტი ფქვილი შეურიოთ, ეს ცომს დაამძიმებს. (ეს ცვლილება იმიტომ შემომაქვს რეცეპტში რომ სხვადასხვა ფქვილი ერთმანეთისგან განსხვავდება და ზუსტი რაოდენობა ვერ განვსაზღვრეთ ვერც მე და ვერც მკითხველებმა, რომლებმაც მოამზადეს) ცომი უნდა იყოს პურის ცომზე უფრო ნაზი, მაგრამ არა თხევადი.

(ზელისას ხელები ისველეთ ზეთში).

მოზელილი ცომი შეფუთეთ და აცალეთ აფუება, შემდეგ უკან ჩაზილეთ, თან შეაზილეთ გამდნარი კარაქი. კარაქი არ უნდა იყოს ცხელი, არამედ გამდნარი და გაგრილებული. ან გადნობის ნაცვლად ძალიან დარბილებული ოთახის ტემპერატურაზე. ეს უკანასკნელიც მიცდია და ძალიან კარგად ერევა ცომს.

თუ დრო გაქვთ, მეორე ამოფუების შემდეგაც ჩაზილეთ, თუ არა და ცომს შეურიეთ ქიშმიში და დაჭრილი ცუკატები, გაანაწილეთ საცხობ ფორმებში 1/3-ზე  ან ნახევრამდე და აცალეთ ხელახალი ამოფუება

გამოაცვხეთ 180 გრადუსზე, შეწითლებამდე. შემდეგ გასინჯეთ ჩხირით, თუ შიგნით მშრალია, გამოიღეთ, თუ არა და დაბალ ტემპერატურაზე ცოტა ხანი კიდევ დატოვეთ.

გაითვალისწინეთ: ცომს სჭირდება კარგი მოზელა, უნდა მივიღოთ ელასტიური და ნაჩვრეტებიანი სტრუქტურა. კარგი მოზელილი ცომი უნდა იყოს ცოტა წებოვანი, მაგრამ ხელს ადვილად უნდა სცილდებოდეს.

დამატებითი ინფორმაცია
ფორმაში ძირზე ჩააფინეთ ქაღალდი, თავად ფორმაც კარგად გაცხიმეთ. კულიჩი გამოდის სურნელოვანი, ოდნავ სველი ეფექტით (არაჟნის დამსახურებით) და ძალიან გემრიელი. ინგრედიენტების ეს რაოდენობა საკმარისია დაახლოებით 8-10 საშუალო ზომის კულიჩისთვის. შესაძლებელია გაანახევროთ და ისე გააკეთოთ

რეცეპტში რამდენიმე ცვლილება შემაქვს: რადგან ყველა ფქვილი განსხვავდება ერთმანეთისგან, რამდენიმე მკითხველმა მომწერა, რომ ფქვილის მითითებული რაოდენობა არ იყო საკმარისი. მეტი ფქვილი ცომს ამძიმებს, ამიტომ სჯობს ასე მოქცეთ: ფქვილს შეაზილეთ სითხე და არა სითხეს ფქვილი, როგორც ეს რეცეპტში მეწერა. ჯერ დაამატეთ ფქვილს საფუვრიანი მასა, შემდეგ, ნელნელა ამატეთ დარჩენილი რძე და კვერცხები. როცა მიიღებთ სასურველი სისქის ცომს, სითხის დამატებას შეწყვეტთ.
დიდი მადლობა PerfectCook.org-ის ერთ-ერთ ავტორს,ლუტას, რომელმაც არ დაიზარა და ამ რეცეპტის სრულყოფის მიზნით, თავადაც გააკეთა მცირე პორცია. უცვლელად გთავაზობთ მის კომენტარს და ინგრედიენტების რაოდენობას 1 საშუალო ზომის პასკისთვის:
“ერთი ცალი გავაკეთე
300 გრამი ფქვილი ვიხმარე 90 გრამი კარაქი 1 დიდი კვერცხი და 1 კვერცხის გული
100 გრამი რძე 150 გრამი შაქარი 2 გრამი საფუარი დაწნეხილი 50 გრამი არაჟანი. ინგრედეინტები არაფერი არ შემიცვლია
უბრალოდ ცოტა მომზადების პროცესი შევცავლე . ფქვილი იყო მკაცრად განსაზღვრული და იმის ხარჯზე დავარეგულირე კვერცხი და რძე .
როცა მივიღე სასურველი სისქე ცომის შევწყვიტე სითხის მიცემა . ფქვილს ვაზელდი სითხეს . რადგან ყველა ფქვილი სხვადასხვაა ამიტომ ფქვილის
ისე მიცემას ”რასაც შეიზელს” სითხის მოკლება ვამჯობინე .

საფუარი მოვზილე 25 გრამი რძითა და 50 გრამი ფქვილით +2 გრამი საფუარი და 1 ჩაის კოვზი შაქარი . მარილი ვუქენი ბოლში არაჟნის მერე . გადმოვიღე ჯამიდან და დარბილებული კარაქი კრემივით გადავუსვი სამუშაო მაგიდაზე და ისე შევურიე.

ცომი იყო ხელს ეწეპებოდა
მაცივარში მედო მთელი ღამე . მეორე დილით ჯერ ერთი საათი ოთახის ტემპერატურაზე მედო და მერე დავამატე ქიშმიშები
ქიშმიშს საღამოს ცხელი წყალი დავასხი და 10 წთ თავდახურული მედო მერე გადავწურე წყალი და მთელი ღამე დავტოვე.
პირდაპირ კონიაკში არ ვალბობ რადგან ცხელი წყლით ”ჭუჭყი”სცილდება .
მაგრამ ფორმა მქონდა დიდი და ცომი პატარა . ამიტომ ვერ გაიკეთა გუმბათი .
ფორმაში რომ ჩავდე საფუარის სიმცირის გამო 8 საათი და კიდე მეტი ფუვდებოდა . თან ესენი ელოდებოდნენ სულ აღარ გამოცხვას მეკითხებოდნენ
უბრალოდ მინდოდა მეცადა პრობლემა რომ არის ფქვილზე ზოგი 1 კილოზეც მიდის ხოლმე სხვაობა თან დამატების შემთხვევაში მძიმდება ცომი
რომელიც მერე ძნელად ფუვდება და შედეგიც სხვაა ხოლმე. ამიტომ ფქვილის რაოდენობაზე პრობლემა სავსებით მოგვარებადია
ჯობია ერთი კვერცხით ,და 200 გრამით ნაკლები რძე ქონდეს ვიდრე ფქვილი დაემატოს . ეს არის ჩემი აზრი .”

სრულად შეგიძლიათ ამ ბმულზე იხილოთ

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

23 thoughts on “სააღდგომო პასკა (კულიჩი)

  1. სანელებლები სადაც იყიდება იქ იკითხე და თვიტონ იციან

  2. ძალიან მომწონს თქვენი რეცეპტები.სააღდგომო პასკა მინდა გამოვაცხო,მაგრამ ალბათ ვერც შენიშნეთ კვერცხის რაოდენობა გამოგრჩებიათ.ხომ ვერ მიუთითებდით? :)

  3. მაკა, მადლობა რომ შენიშნე და შემახსენე, ახლავე ჩავასწორებ, 15 კვერცხი ჭირდება. ამ მასალით ძალიან ბევრი გამოდის, მე ნაწილს ვარიგებ ხოლმე საჩუქრად და მაინც იმდენი მრჩება :) თუმცა ჩვენ ძალიან გვიყვარს. შეგიძლია მესამედი ან სულაც მეოთხედი გააკეთო დასაწყისისთვის

  4. განსხვავებული რეცეპტია, კარგი გამოვა ალბათ….შიგნიდან მუქი ფერი როგორ მიიღოს პასკამ ხომ ვერ მასწავლით?

  5. მუქ ყვითელს გულისხმობ ალბათ? სოფლის კვერცხი გამოიყენე, მუქი გულით და შაფრანი(ზაფრანა) დააყენე და ის ნაყენი დაამატე. ოღონდ ნამდვილი ზაფრანა, ყვითელ ყვავილში არ აგერიოს,დანაყავ რამდენიმე ღერს, დაასხავ 50 მლ მდუღარეს, გააჩერებ ცოტა ხანს, გადაწურავ და დაამატებ ამ წვენს ცომში

  6. მოგესალმებით ყველას, ძალიან მომწონს ეს ბლოგი, რომელიც დღეს აღმოვაჩინე, რეცეპტების რვეულის მეშვეობით შემოვედი თქვენთან!! იმედი მაქვს ბევრ სასარგებლო რამეს გავიგებ აქ! თან შეიძლება ჩემი რეცეპტებიც მოგეწონოთ :), ეხლა სხვა რამეზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება – პასკა ( კულიჩი) – გიწერიათ, ”პასკა”-ს რასაც უწოდებენ თანამედროვე სალაპარაკო ქართულ ენაში პასკა არ არის. მე რამდენადაც ბებიაჩემისგან ვიცი, პასკა არის რძის პროდუქტებით თამზადებული ხაჭოსებრი მასა, რომელიც არ ცხვება, არამედ ( სინამდვილეში ორნაირი დამზადების წესი აქვს – ”ცივი” და ”ცხელი”) იხარშება და შემდეგ ფორმაში პრესის ქვეშ მზადდება… აბა გაიხსენეთ ბავშვობაში ხომ გითამაშჳათ პასკა,პასკა გამოდი…:) ზუსტატ ესეთივე პრინციპია მომზადების …

  7. მოგესალმები ანასტასია :) შენი შენიშვნა აბსოლუტურად სწორია :) პასკა მზადდება ხაჭოსგან მშრალი ხილის და სხვა გემრიელი დანამატების გამოყენებით, მაგრამ რადგან საქართველოში ძალიან გავრცელებულია ამ სიტყვით კულიჩის აღნიშვნა, ამიტომ მივაწერეთ ორივე :) შენს რეცეპტებს თუ გაგვიზიარებ ფოტოებითურთ, ძალიან გაგვეხარდება :)

  8. აი მე კი რაღაც მქონდა გაგონილი ხაჭოს პასკის შესახებ, მაგრამ ასე დაწვრილებით არ ვიცოდი. სიამოვნებით დავაგემოვნებდი :))))

  9. აუცილებლად ვცდი წელს … მე ყოველთვის სხვა რეცეპტით ვაცხობ და არაჩვეულებრივი პასკები გამოდის მაგრამ ამრეცეპტმა ძალიან დამაინტერესა … გმადლობთ

  10. მოგესალმებით ყველას – აქვე გაგიზიარებთ ჩემი ოჯახის გამოცდილებასაც: სანელებლებს კულიჩის გამოცხობდამდე 1 კვირით ადრე უკვე დაფქულს პატარა ჭიქებში ვათავსებთ და ვასხამთ იმდენ არაყს რომ დაფაროს (და ოდნავ მეტი რომ იყოს) და სიბნელეში ვდგამთ კარადაში. (იმ კარადაში საოცარი სრუნელი ტრიალებს მერეც :) ცომის ზელვისას უმატებთ ამ სანელებელებს არაყიანად რაც მას საოცარი არომატებს ძენს. ფერისთვის ვიყენებთ შაფრანს (ქართულად არ ვიცი რა ქვია), იმასაც წინსწარ არაყში დამბალს – ძალიან საყვარელი ყვითელი ფერია შიგნიდან ჩვენი კულიჩი;)

    1. ირმა, მეც გავაკეთებ :) მე კონიაკში ჩამბალ ქიშმიშებს ვამატებ ხოლმე. შაფრანი კი ზაფრანაა, ნამდვილი ზაფრანა და არა ის, ყვითელი ყვავილი

  11. nino paskas zemodan rom tetri glazuri akvs rogor aketeb?,gvascavle gtxov…. da mainteresebs glazuris zemodan rom paatara lamazi kampetebi ayria sad yidulob?.madloba.

    1. 1 კვერცხის ცილას უნდა შეურიო 200-250 გ შაქრის პუდრა და წაუსვა პასკას თავზე, ოდნავ რომ შეშრება მერე მოაყრი ამ კამფეტებს რომელიც იყიდება უამრავ ადგილას, სადაც სუნელები, ჟელატინები, ვანილები და მსგავსი იყიდება. ფერადი მოსაყრელები იკითხე

  12. ნინო ერთი რამე მინდა დავაზუსტო შენთან: გამდნარ კარაქს ჩაზელვის მერე ვამატებთ და არა მანამდე, ძირითადი ზელვის პროცესში?

    1. ჩაზელვისას ემატება კი, თუმცა ერთხელ დამავიწყდა და რძესთან ერთად გავადნე და დავამატე, მაინც მშვენიერი გამოვიდა ;)

  13. თქვენი რეცეპტით უგემრიელესი პასკა გამომივიდა.მადლობთ

  14. ყვითელი ყვავილი და შაფრანი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. მე ვიხმარე პასკაში შაფრანი ფერი ზალიან კარგი მისცა მაგრამ ჰქონდა ძალიან სპეციფიური გემო ასე რომ ფრტხილად…

  15. ძალიან მომწონა ეს რეცეპტი.ერთი რამ ინდა დავაზუსტო…ე.ი კარაქი ჯერ არ უნდა?? როცა მოიზილება და აფუვდება მერე უნდა შევაზილოთ??

Leave a Reply

Top