თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ტკბილეული > Pancakes-ფენქეიქები

Pancakes-ფენქეიქები

ხომ გიყვართ? მეც ძალიან :)  თან რა ადვილია მისი მომზადება !

დაგჭირდებათ

3 კვერცხი
100 გ შაქარი
200 გ ფქვილი
200-250 გ არაჟანი(მაწონი, კეფირი)
ვანილი
1/2 ჩ.კ. სოდა+ლიმონის წვენი

იმის მიხედვით, არაჟანს გამოიყენებთ, მაწონს თუ კეფირს, ფქვილის რაოდენობის ცვლილება დაგჭირდებათ. მთავარია მიიღოთ საშუალო სისქის, ბლანტი ცომი რომელიც კოვზიდან ადვილად ჩამოდის თუმცა წყალ-წყალა არ იქნება.

გააცალკევეტ კვერცხის ცილა და გული. ცილა ათქვიფეთ ცოტა მარილთან მყარი ღრუბლის კონსისტენციამდე, გულებს კი დაამატეთ შაქარი და მიქსერითვე თქვიფეთ გათეთრებამდე, ამისტვის სულ რამდენიმე წუთი დაგჭირდებათ.

შემდეგ ამატებთ არაჟანს,სოდას ლიმონის წვენით, ბოლოს კი ფქვილს და ვანილს.

ამ მიღებულ ცომს დელიკატურად შეურიეთ ათქვეფილი ცილა. მიიღებთ ნაზ, ბუშტუკებიან ცომს, რომელსაც უცხიმო ტაფაზე გამოაცხობთ ორივე მხრიდან.

პირველ ჯერზე შეგიძლიათ სულ ცოტა ზეთი მოუსვათ ტაფას.

ცხობის პარალელურად, თბილ-თბილ ფენქეიქებს მოხარშულ შედედებულ რძეს ვუსვამდი და ისე ვალაგებდი ერთმანეთზე. უგემრიელესია! ძალიან უხდება!  ასევე შეგიძლიათ მიირთვათ ნუთელასთან ან სხვა მის მსგავს შოკოლადის კრემთან ერთად, არაჟნით და მურაბით, ნეკერჩხლის სიროფით (“ჯორჯიტაში” იყიდებოდა ხოლმე) თაფლით ან რაც გსურთ :)

კომენტარები

კომენტარი

8 thoughts on “Pancakes-ფენქეიქები

  1. აუ, როგორ ახერხებთ უზეთოდ შეწვას? ჩემი ყველა ცდაზე დაიწვა და იძულებული ვარ, სულ კარაქი ვიხმარო ხოლმე. თან ის კარაქი ხომ მერე მუქდება და ჯერ სამზარეულოს ქაღალდით ვწმენდ ტაფას და მერე ვამატებ კარაქს და ეს წესით ხანმოკლე პროცესი მეწელება საკმაოდ.

  2. დაბალ ცეცხლზე ვაცხობ, ძალიან მალე ცხვება,მხოლოდ პირველ ბლინზე ვასხამ რამდენიმე წვეთს, დანარჩენს ისე. და ხის სპატულას დახმარებით ვაბრუნებ

  3. ტაფის ზედაპირსაც ხომ გააჩნია, ყველაზე არ ცხვება უცხიმოდ.

  4. dges gamovacxe es pancake-ebi da dzalian kargebi gamomivida :) didi madloba eseti kargi, martivi da gemrieli receptistvis nino :) rcheva minda mivce mat vinc cximis gareshe ver acxobs.. imistvis rom ucximod gamoacxot sasurvelia tepalis tapa ixmarot da tan dabal cecxlze gamoacxet. idealuri gamodis :)

    1. თეა, გმადლობ კომენტარისთვის :) ძალიან მიხარია რომ მოგეწონათ :)

    1. სალი, სამწუხაროდ არ მახსოვს რამდენი გამოვიდა

Leave a Reply

Top