თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > ფუმფულა ფენქეიქები კეფირიანი ცომი

ფუმფულა ფენქეიქები კეფირიანი ცომი

ბედის ირონიაა, აბა რა არის, დიეტისთვის ნაყიდი კეფირით რომ ფენქეიქებს გააკეთებ …   ვითომ განტვირთვის დღეების მოწყობას დავაპირებ, ვიყიდი კეფირს, ერთ-ორ ყლუპს ძალით მოვწრუპავ და დევს მერე მაცივარში ასე, თუ ვინმემ არ დალია, ახლოს აღარ ვეკარები. სამაგიეროდ კეფირით სუპერ ცომეული გამოდის :D  სხვათაშორის, ამ ბოლო დროს კეფირის მიღების კარგ გზას მივაგენი და ეს გახლავთ სმუზი smoothie. კეფირთან ერთად ვაბლენდერებ ცოტ-ცოტა სხვადასხვა ხილს, ჯერჯერობით მხოლოდ გაყინულს, სანამ ახალი შემოვა: მარწყვს, ჟოლოს, მაყვალს, მოცხარს, ასევე ბანანს, ცოტა ისპანახს (დიახ, ისპანახს! სასარგებლოა და თქვენ წარმოიდგინეთ გემრიელიც)  ცოტა თაფლის დამატებაც შეიძება, მაგრამ როცა ბანანს ვამატებ, სიტკბო საკმარისი აქვს. 1 ჭიქას რომ დალევ აღარც გშია, საუზმეს ან ვახშამს მშვენივრად ჩაანაცვლებს.

pancakes

 

2 კვერცხი

50 გ შაქარი

2 ჭ კეფირი (ჭიქა=200მლ)

ვანილიანი შაქარი

1 ჩ.კ სოდა+ლიმონის წვენი ან 2 ჩ.კ გამაფხვიერებელი

2-3 ს.კ ზეთი ან გამდნარი კარაქი

200 გ ფქვილი

 

ტაფა, რომელიც არ იკრავს, დავდგათ საშუალოზე ოდნავ დაბალ ცეცხლზე გასახურებლად.

შაქარი და კვერცხი ავთქვიფოთ, შევურიოთ კეფირი და სოდა. ჩავამატოთ ცხიმი, ბოლოს კი ფქვილი. მივიღებთ თხელ, კრემოვან ცომს.

ამასობაში ტაფაც გაცხელდება. ცხიმის გარეშე, მშრალ ტაფაზე დავასხათ  2 ს.კ ცომი თითო ფენქეიქისთვის. ცომი დასხმისთანავე კიდევ გაფართოვდება.     შეგვიძლია დავასხათ მეტი ან ნაკლები ცომი, იმის მიხედვით, რამხელა ფენქეიქს ვაცხობთ.

გამოვაცხოთ მეორე მხრიდანაც, დავალაგოთ თეფშზე, მოვასხათ მურაბა, არაჟანი, თაფლი, ცოცხალი ხილი ან რაც გვსურს.

 

გემრიელად მიირთვით!

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top