თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > პაე(ლ)ია

პაე(ლ)ია

ეს კერძი, ესპანეთში, ახალდაჭერილი ზღვის პროდუქტით,  ალბათ ათასჯერ გემრიელია. არომატიც იქაური ჰაერით, იქაური ზღვით და მზით ექნება გაჯერებული.   თუ ასეთი მზარეული მოგიმზადებთ, შეიძლება კიდევ უფრო მეტადაც აღფრთოვანდეთ  :D

mm
Miguel Maestre
1998_1_380
Omar Allibhoy

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მაგრამ ჩვენებურ პაეიასაც არაფერი დაეწუნებოდა :)  მშვენიერი სადილი გამოგვივიდა.

 

300 გ ბრინჯი

6 დიდი კრევეტი სამეფო

1-2 კალმარი

200 გ კრევეტები (მომცრო ზომის)

150 გ მწვანე ლობიო

100 გ მწვანე ბარდა, გაყინული

1 პამიდორი

ზაფრანა ( აქ იგულისხმება ნამდვილი ზაფრანა/შაფრანი, რომელიც საკმაოდ ძვირი ღირს, და არა იმერული ყვითელი ყვავილი)

2 ჭიქა წყალი

_DSC0002 (Copy)

შევწვათ ზეთიან ტაფაზე დიდი კრევეტები და ამოვიღოთ.

შევწვათ დაჭრილი კალმარი, დავამატოთ პატარა კრევეტები. რამდენიმე წუთში, კრევეტი რომ მზად იქნება, დავამატოთ ბარდა და ლობიო. ავურიოთ და ვშუშოთ 5 წუთი. შემდეგ დავამატოთ ბრინჯი და პამიდორი, ასევე მარილი და პილილი, კარგად ავურიოთ . ზემოდან დავალაგოთ შემწვარი სამეფო კრევეტი, დავასხათ წყალი, დავაყაროთ ზაფრანა, რამდენიმე ღერო თუ ულვაში.  დავახუროთ თავზე და აღარ ამოვურიოთ სანამ არ მომზადდება.

_DSC0012 (Copy)

კერძს ასევე ემატება მიდიები, მაგრამ მე აღარ მქონდა, ამიტომ გამოვტოვე.

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top