ოსო ბუკო ბოსტნეულით |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > 2+ სთ > ოსო ბუკო ბოსტნეულით

ოსო ბუკო ბოსტნეულით

ამ გემრიელი იტალიური კერძის მოსამზადებლად არტალას ნაჭრებია საჭირო, ტვინიანი ძვლით.  არსებობს რეცეპტები ბოსტნეულით და მის გარეშე.  ოსო ბუკოს მილანური ვერსია შეგიძლიათ ამ ბმულზე   იხილოთ.   ამჯერად ბოსტნეულიან ვერსიას შემოგთავაზებთ. ორივე მათგანია ძალიან გემრიელია :)

 _DSC0058 (Copy)

1 კგ არტალას ნაჭრები (დაახლოებით 4 ცალი)

400 მლ (1 ქილა) დაჭრილი პამიდორი საკუთარ წვენში

3 სტაფილო

120 მლ თეთრი ღვინო

250 მლ ბულიონი

1 დიდი ხახვი

2 კბ ნიორი

2 ტოტი როზმარინი

მარილი, პილპილი

ცოტა ფქვილი

დაფნა

1 კონა ოხრახუში

1 ლიმონის ცედრა

შეგვიძლია დავამატოთ 1-2 ნიახურის ღერიც (თეთრი, მსხვილი ნაწილი, ფოთლების გარეშე)

 

ხორცის ნაჭრებს მოვაყაროთ მარილი, პილპილი ამოვავლოთ ფქვილში და შევწვათ ტაფაზე, სადაც წინასწარ გავაცხელეთ ზეითუნის ზეთი.  კარგი იქნება, თუ ისეთ ტაფას ავირჩევთ, რომელსაც შემდეგ ღუმელშიც შევდებთ. თუ არა და, შემდეგ სხვა ჭურჭელში უნდა გადავიტანოთ კერძი.

სანამ ხორცი დაიბრაწება და მადისაღმძვრელ ოქროსფერ ქერქს გაიკეთებს, წვრილად დავჭრათ ბოსტნეული: ხახვი, სტაფილო, ნიორი, ნიახურიც, თუ კი დავამატებთ.  ხორცი რომ ერთი მხრიდან დაიბრაწება, გადმოვაბრუნოთ დარამდენიმე წუთში დაჭრილი ბოსტნეულიც დავამატოთ. ცეცხლს დავუწიოთ და ვშუშოთ კიდევ ცოტა ხანს. შემდეგ დავასხათ 1 ქილა საკუთარ წვენში დაკონსერვებული დაჭრილი პამიდორი, ღვინო და ბულიონი. ჩავამატოთ მარილი, პილპილი, დაფნა. წამოვადუღოთ.

ამ დროს ღუმელი 180 გრადუსზე უნდა გვქონდეს გახურებული. ტაფას ფოლგა გადავაფაროთ და ოსო ბუკო 2 საათით ღუმელში შევდგათ. ხორცი ისე უნდა დარბილდეს რომ ძვალს სცილდებოდეს. თუ სითხე ძალიან დაიშროს, ბულიონი კიდევ ჩავამატოთ და ტემპერატურასაც ცოტა დავუწიოთ.

მზა ოსო ბუკოს მოვაყაროთ დაჭრილი ოხრახუში და ლიმონის ცედრა.

გარნირად უხდება რიზოტო, კარტოფილის პიურე ან პასტა

 

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top