ოსპის სალათა |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > ოსპის სალათა

ოსპის სალათა

ოსპი ძალიან სასარგებლო მარცვლეულია. მას ადრე ღარიბების ხორცს უწოდებდნენ, რადგან დიდი რაოდენობით ცილას და B ჯგუფის ვიტამინებს შეიცავს, ამასთანავე ნოყიერია და ორგანიზმიც ადვილად ითვისებს. მეც ვცდილობ ხშირად ჩავრთო ჩემს რაციონში, სხვადასხვანაირად მოვამზადო, გავხადო უფრო გემრიელი, რადგან, უნდა ვაღიარო, მაინც და მაინც არ ვგიჟდები მის გემოზე :D

 ospi

1 ჭ ყავისფერი ოსპი (ჭიქა= 250 მლ)

2 კიტრი

2 პამიდორი

1 სტაფილო

1 თავი წითელი ხახვი

ოხრახუში

რეჰანი (ან ბაზილიკი, ან შაშკვლავი)

მარილი

პილპილი

3 ს.კ ზეითუნის ზეთი

1 ს.კ ძმარი

 

ოსპს დავასხათ ორი ჭიქა წყალი და მოვხარშოთ. რომ დარბილდება, გადავწუროთ და ცივი წყალი გადავავლოთ.

სტაფილო გავხეხოთ, კიტრი და პამიდორი კუბებად დავჭრათ. თუ პამიდორი ძალიან წვნიანია, ზედმეტი წვენი და თესლები ამოვაცალოთ.  ხახვი დავჭრათ ნახევარრგოლებად. მწვანილი წვრილად.

ყველაფერი ერთად ავურიოთ, დავამატოთ მარილი, პილპილი, ზეთი და ძმარი.

სასარგებლო და მარტივი სალათა მზადაა

 

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top