ოსპი ფრანგულად |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > 1-2 სთ > ოსპი ფრანგულად

ოსპი ფრანგულად

ყოველთვის ვცდილობდი ოსპი შემეყვარებინა, მაგრამ ვერა და ვერ დავუმეგობრდი. სხვადასხვა რეცეპტებით ვამზადებდი ყოველთვის, ცუდი მართლაც არ იყო, მაგრამ მეორედ ჭამა აღარ მინდებოდა.  ეს წვრილი, ფრანგული მწვანე ოსპი განსაკუთრებით გემრიელია.  უფრო ნაზი გემო აქვს და რაღაც უფრო მომწონს :)    ფრანგები ამ ოსპს ხორცით ან ძეხვეულით ამზადებენ, ბოსტნეულთან ერთად.  მე ხორცით მოვამზადე, ძეხვეულს ძალიან იშვიათად ვყიდულობ.

lentille

  • 1 ჭიქა (250მლ)  ფრანგული მწვანე ოსპი
  • 2 სტაფილო
  • 150 გ პამიდორი საკუთარ წვენში, დაჭრილი
  • 1 ჩ.კ ხმელი ქონდარი
  • 1 ხახვი
  • 2-3 კბ ნიორი
  • 300-400 გ საქონლის ხორცი
  • 1 ფოთოლი დაფნა
  • ოხრახუში
  • მარილი, პილპილი
  • 2 ჭ წყალი

ospi franguli

ხორცი დავჭრათ კუბებად და დავბრაწოთ ზეთში, ღრმა ქვაბში. დავამატოთ დაჭრილი ხახვი და ნიორი., ცეცხლს დავუწიოთ და ვშუშოთ. შემდეგ დავამატოთ დაჭრილი სტაფილო.

ჩავაყაროთ გარეცხილი ოსპი, პამიდორი წვენიანად, წყალი, დაფნა და მოვხარშოთ. წყალს რომ დაიშრობს, ოსპი და ხორციც მზად იქნება. დავამატოთ მარილი, პილპილი, მწვანილი ქონდარი და ამოვურიოთ

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top