თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > ორაგულის ტოსტი მარტივად

ორაგულის ტოსტი მარტივად

როგორც ბარბარე ჯორჯაძე იტყოდა, თუ შემთხვევით წინა დღიდან ინდაურის ბარკალი მოგრჩათ… :D მოკლედ, თუ თქვენც შემთხვევით მარილიანი ორაგულის ნაჭრები მოგრჩათ და არ იცით სად წაიღოთ, აი ასე შეგიძლიათ გააკეთოთ უგემრიელესი და უმარტივესი ტოსტი.

1 ტოსტისთვის დაგჭირდებათ:

  • 1 ნაჭერი პური (შავი ან თეთრი, გახუხული ან გახუხვის გარეშე)
  • 2 ღერი რუკოლა
  • 1 ნაჭერი მარილში გამოყვანილი ორაგული (30 გრ)
  • 1 ჩაის კოვზი კრემ-ყველი ან მდნარი ყველი

Rucola-salmon-sandwich

პურს დანით გადაუსვით ყველი, დააწყვეთ რუკოლას ფოთლები, შემდეგ ორაგულის ნაჭრები და.. მეტი არაფერი. მიირთვით :)

შენიშვნები:

  1. რუკოლა იყიდება დიდ სუპერმარკეტებში (1 შეკვრა 55-60 თეთრი ღირს). აქვს წიწმატის მსგავსი გემო. თუ ვერ იშოვეთ, ჩვეულებრივ სალათის ფოთლებსაც არა უშავს.
  2. ტოსტის მომზადებისას ყველაფერი გამოიყენეთ ცივი, ყველიც და თევზიც :)
  3. ორაგულიც შეგიძლიათ იყიდოთ სუპერმარკეტებში, ან გააკეთოთ თქვენ თვითონ.

კომენტარები

კომენტარი

Ekateriné O Niani @ Ratatui.Me
ბლოგ რატატუისა და Ratatui Food & Media-ს დამფუძნებელი. იურისტი, პერსონალური, თემატური და კორპორატიული ბლოგინგისა და სოცმედიამარკეტინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. მოყვარული ფოტოგრაფი.
http://katiee.ge

Leave a Reply

Top