თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > 1-2 სთ > ორაგულის კულებიაკა

ორაგულის კულებიაკა

ორაგულის კულებიაკა ჩემი საყვარელი ღვეზელია. ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ საქართველოში კარგი ორაგულის შოვნა მარტივი არ არის:  გაყინული რაც იყიდება, ძირითადად ან საუკუნის წინანდელია – შესაბამისად საშიანლად უგემური, ან რაღაც სხვა ქვესახეობაა ორაგულად გასაღებული. თუ კარგი წითელი, ცხიმიანი და გემრიელი ორაგული იყიდება სადმე, ფასი აქვს “ცეცხლის”.  მაგრამ ასეა თუ ისეა, რეცეპტს მაინც დავწერ :)

gfhhdhgdg

 

  • 500 გრ ფენოვანი ცომი
  • 4-5 მოხარშული კვერცხი
  • 600 გრ ორაგულის ფილე (მთლიანი ან ნაჭრები)
  • 200 გრ ბრინჯი
  • 1-2 თავი ხახვი
  • 1 კონა ოხრახუში, ცოტა მწვანე ხახვიც უხდება
  • მარილი, პილპილი

წინასწარ დავამარინადოთ თევზი ლიმონის წვენსა და პილპილში.

ბრინჯი მოვხარშოთ და გავაგრილოთ.

წვრილად დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ ზეთში და გადავურიოთ ბრინჯი, შევაზავოთ მარილით, პილპილით და დაჭრილი ოხრახუშით.

ცომის ერთი ნაწილი გავაბრტყელოთ და ჩავდოთ ფორმაში, ფენებად დავალაგოთ ბრინჯი, ორაგული და შუაზე გაჭრილი კვერცხი, მოვაყაროთ ცოტა მარილი.

დავადოთ მეორე ფენა ცომი და თავზე მოვუსვათ ათქვეფილი კვერცხი.

შეგვიძლია მოვაყაროთ კუნჟუტი (სეზამი).

გამოვაცხოთ 200 გრადუსზე დაახლოებით 30-40 წუთი (თქვენს ღუმელს გააჩნია)

ბოლოს ჩავურთოთ გრილი, რომ თავი კარგად მოებრაწოს. (შეიძლება არც დაგჭირდეთ)

ინგრედიენტებში შეიძლება ისპანახის ან მოშუშული სოკოს დამატებაც, უხდება მწვანე ხახვიც

kulebiaka

ორაგულის გარდა რაიმე სხვა გემრიელი თევზითაც შეგიძლიათ გააკეთოთ.

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top