ორაგული სკანდინავიურად, არყიანი სოუსით და ოხრახუშის სალათი |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ბოსტნეული > ორაგული სკანდინავიურად, არყიანი სოუსით და ოხრახუშის სალათი

ორაგული სკანდინავიურად, არყიანი სოუსით და ოხრახუშის სალათი

ერთი შეხედვით შეიძლება უცნაურადაც გეჩვენოთ ასეთი შეხამება, მაგრამ, კაცმა რომ თქვას, რა არის აქ უჩვეულო? არაყი და ორაგული – ჩრდილოეთის ქვეყნების ნაციონალურ სამზარეულოში ძალიან პოპულარულია და იქაური ცივი ამინდების გამათბობელი :)

მომზადება რომ გადავწყვიტე, გამოგიტყდებით, ცოტა ეჭვი მეპარებოდა საბოლოო შედეგის წარმატებაში.  მეშინოდა ,  თევზიც არ გამეფუჭებინა, ჩემი საყვარელი  ვარდისფერი და საოცრად გემრიელი ორაგული!  საბოლოოდ, კერძმა დადებითი შეფასება დაიმსახურა, არყის გემო არ იყო გამოკვეთილი, თუმცა იგრძნობოდა მსუბუქი არომატი.  სალათს რაც შეეხება, მე  სიამოვნებით დავამატებდი სხვა ბოსტნეულსაც, თუმცა მწვანილის მოყვარულებს ალბათ ასეც მოეწონებათ.

4 ულუფისთვის:

600 გ ორაგულის ფილე, კანიანად, დაჭრილი

150 მლ არაყი

1 მომცრო თვი ხახვი

1 კონა ოხრახუში

2 ფირფიტა ნიორი

1 წითელი წიწაკა ჩილი, დაჭრილი, თესლების გარეშე

4 ს.კ ლიმონის წვენი

4 ს.კ. ზეთი

მარილი პილპილი

თხლად დაჭრილ ხახვს ლიმონის წვენი დაასხით და დატოვეთ 10 წუთი. შემდეგ დაამატეთ მარილი, პილპილი, ჩილი, ოხრახუში და აურიეთ კარგად.

ტაფაზე გააცხელეთ ცოტა ზეთი და შეწვით ორაგული ჯერ კანის მხრიდან, შემდეგ ზემოდან. ამოიღეთ თეფშზე და იმავე ტაფაში ჩაამატეთ დარჩენილი ზეთი, ნიორი და არაყი. ადუღეთ სანამ სითხე განახევრდება. მოასხით ორაგულს და მიიტანეთ სუფრაზე ოხრახუშთან ერტად.

პ.ს. ფოტოზე ოხრახუშს დამატებული აქვს რუკოლას ფოთლები

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top