თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > ნუშის კექსი ხილით

ნუშის კექსი ხილით

თუ კექსებში ფქვილის ნაწილის  ნაცვლად დაფქული ნუშის დამატება არ გიცდიათ, აუცილებლად უნდა სცადოთ! ნუში მნიშვნელოვნად ცვლის არა მხოლოდ გემოს, არამედ კექსის სტრუქტურასაც – ფხვიერი, ნაზი და უფრო მსუბუქი გამოდის.

დღევანდელი ნუშის კექსი სინამდვილეში რამდენიმე კვირის წინ გავაკეთე, თუმცა მის დასაწერად თითები კლავიატურამდე აქამდე ვერ მოვიტანე :)  სტუმრად უკრაინელ ფუდბლოგერს, ანას ველოდებოდი, რომელსაც ქართული კერძების შესწავლა სურდა ასე გავიცანით ერთმანეთი.  ანა ძალიან ხალისიანი, მხიარული და საინტერესო გოგოა. მისი არაჩვეულებრივი ბლოგის Divine Cuisine  გაცნობას ყველას გირჩევთ, თუ ინგლისურ ენაზე ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ.

nusis kecsi

სხვათაშორის, ეს მშვენიერი კექსის ფორმა ერთ შაბათ დილით, ჩემი სახლის მახლობლად გამართულ Yard sale-ზე ბრაზილიელების ოჯახისგან სულ რაღაც 2 $-ად შევიძინე სხვა რამდენიმე საინტერესო ნივთთან ერთად :)

ნუშის კექსის გამოსაცხობად დაგჭირდებათ:

  • 160 გ კარაქი
  • 160 გ შაქარი
  • 2 კვერცხი
  • 200 მლ რძე
  • 190 გ ფქვილი
  • 130 გ ნუშის ფქვილი ანუ დაფქული ნუში
  • 1 ლიმონი
  • 1 ჩ.კ სოდა
  • ვანილი
  • ქიშმიში ან ხილი

 

დარბილებული კარაქი შაქართან ერთად კარგად გათქვიფეთ მიქსერით. შეურიეთ კვერცხები და განაგრძეთ თქვეფა. შემდეგ შეურიეთ ფქვილი, ნუშის ფქვილი და სოდა. მიღებულ ცომს დაამატეთ რძე, ვანილი, ლიმონის წვენი და ცედრა. საბოლოოდ მიიღებთ კრემივით მსუბუქ ცომს. დაამატეთ ქიშმიში ან გაყინული/ცოცხალი ხილი. მე ჟოლო და მოცვი დავამატე.

ფორმას წაუსვით კარაქი, მოაფრქვიეთ ფქვილი და გადაიტანეთ ცომი. გამოაცხვეთ 170-180 გრადუსზე.

almond cake

ეს კრემი ბეზესა და ნიგვზის ტორტიდან მომრჩა (იქნებ ოდესმე ისიც დავწერო, თავი თუ მოვაბი:) ), მოუხდა, თუმცა მე როგორც უკრემო კექსების მოყვარულს, კრემის გარეშე უფრო მომწონს, ნუშის არომატი უკეთ იგრძნობა.

პ.ს. მოცვი უხდება საოცრად! სადაც ლიმონია, იქ მოცვი “აკვდება” :D

 

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

One thought on “ნუშის კექსი ხილით

Leave a Reply

Top