ნიგვზიანი ოსპი |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ბოსტნეული > ნიგვზიანი ოსპი

ნიგვზიანი ოსპი

მიუხედავად იმისა რომ ოსპი ჩემი ფავორიტი პროდუქტების სიაში  პირველ ადგილზე არ დგას, მაინც ხშირად ვამზდებ, რადგან ვიცი,ძალიან სასარგებლოა.  ძველად ოსპს “ღარიბების ხორცს” ეძახდნენ.  მით უფრო სასარგებლოა მათთვის ვინც ხორცს არ მიირთმევს.

ნიგოზი, მოგეხსენებათ, ყველაფერს აგემრიელებს. მისი წყალობით ეს კერძიც მშვენიერ სადილად   იქცა.

ospi nigvzit

 

300 გ ყავისფერი ოსპი (blonde)

2 სტაფილო

1 თავი ხახვი

1 -2 კბილი ნიორი

110 გ ნიგოზი

400 მლ წყალი

1 ჩ.კ ქონდარი

1/2 ჩ.კ უცხო სუნელი, ამდენივე დაფქული ქინძი

დაფნა

მარილი

წიწაკა

 

ოსპი დავდგი მოსახარშად და პარალელურად სხვა ინგრედიენტების მომზადება დავიწყე: დავჭერი სტაფილო, ხახვი, ნიორი, კომბაინში ნიგოზი დავფქვი.

ტაფაზე, ცოტაოდენ ზეთში, საშუალო ცეცხლზე  მოვშუშე ხახვი, ნიორი და სტაფილო. დავაყარე გადაწურული მოხარშული  ოსპი, დაფნის ფოთოლი, დავასხი 400 მლ წყალში გახსნილი ნიგოზი,  დავამატე სუნელები და წამოვადუღე რამდენიმე წუთის განმავლობაში.  მზა კერძს ბოლოს მარილი, წიწაკა და დაჭრილი ქინძი დავამატე.

სულ ესაა :)

(წყლისა და სუნელების, ასევე ნივრის რაოდენობა შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი გემოვნებისა და სურვილის მიხედვით )

გემრიელად მიირთვით

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

5 thoughts on “ნიგვზიანი ოსპი

Leave a Reply

Top