თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > 2+ სთ > ნესვისა და მსხლის ჯემი ტარხუნით – ფოკას დედათა მონასტრიდან

ნესვისა და მსხლის ჯემი ტარხუნით – ფოკას დედათა მონასტრიდან

ნესვის ჯემი

პირველად გამოქვეყნდა ჟურნალ კულინArt-ში.

როდესაც ჯავახეთიდან თბილისში დავბრუნდი, ვფიქრობდი, რომ აუცილებლად მოვყვებოდი უფრო დეტალურად ფოკას დედათა მონასტერზე, საოცარ ქალბატონზე – დედა ელისაბედზე, უგემრიელეს ყველზე და იქვე მოდუღებულ ახალდაფქულ, სურნელოვან ყავაზე, ტარხუნიანი ნესვისა და დაფნიანი ლეღვის საოცარ ჯემებზე, „ბეიბი“ ლობიოზე, რომელიც მონასტრის ბოსტანში უნდათ, რომ მოაშენონ და უკვე გახარებულ მწვანე ყაბაყსა და რუკოლაზე, უცხოური კულინარიული (და არა მხოლოდ კულინარიული) წიგნებით სავსე თაროებზე, დიდთავა დარაჯ ძაღლზე, საწვავი ნაკელის კუბიკებითა და გამოსაზამთრებელი თივით სავსე ეზოებზე, ზღვასავით აქოჩრილ ფარავნის ტბაზე, ჯავახეთის გასაშტერებელ ზეგანზე, ცეცხლოვან ჩამავალ მზეზე და ლამპიონებზე დასახლებულ ნინოწმინდელ წეროებზე, ნისლით დაბინდულ გზაზე და ამ გზაზე ჩამქრალი ფარებით სიარულზე.

11873646_10154495989479572_5854102029101846286_n

 

11951305_10154496686689572_1588312175015834859_n

11951788_10154495989614572_8653457676415148259_n

 

ფოკაში სტუმრობამდე თითქმის არაფერი ვიცოდი მონასტრის ცხოვრებაზე და მითუმეტეს წარმოდგენა არ მქონდა, თუ შეიძლება იქ კულინარიული შედევრები იბადებოდეს. ერთ დღეში ყველაფრის დაგემოვნებას და შესწავლას აბა როგორ მოვასწრებდი, მაგრამ იმ ჯემების გემო, რომლებიც ფოკაში აღმოვაჩინე, დღემდე მომყვება. ერთერთი იყო ნესვის და მსხლის ცოცხალი ჯემი ტარხუნით. დეტალური რეცეპტი და გემოს საიდუმლო დედებმა არ გამიმხილეს, ამიტომ, თბილისში დაბრუნებულმა ჩემი ინტერპრეტაციით ვცადე გაკეთება.

არომატული ნესვი 3 კგ

არომატული მსხალი – 1.5 კგ

შაქარი -1 კგ

მარილი – დანის წვერით

ტარხუნა – ათიოდე ღერი (მხოლოდ რბილი ფოთლები) ან გამხმარი ბაზილიკი გემოვნებით

ვაკეთებ და ვხვდები, რომ უძლური ვარ ზუსტად გავიმეორო „ის გემო“, ისევე, როგორც ვერ ვახერხებ სრულად გაგიზიაროთ შთაბეჭდილება და ემოცია, რაც ჯავახეთისკენ მოგზაურობას ახლავს თან. ხანდახან იმისთვის, რომ შეიგრძნო, უბრალოდ უნდა ადგე, წახვიდე, ხელით შეეხო, იხილო, მოუსმინო, გასინჯო.

11885085_10154495989444572_4954506357636120277_n

11904655_10154498124254572_6370467787887172066_n

 

პ.ს. ჩემი ჯემი სხვანაირი, მაგრამ ძალიან გემრიელი გამოვიდა. თამამი ექსპერიმენტის მოყვარულებს გირჩევთ გამხმარი ბაზილიკითაც სცადოთ. ბაზილიკი ნესვს საოცრად უხდება.

 

მსხლის და ნესვის ჯემი

კომენტარები

კომენტარი

Ekateriné O Niani @ Ratatui.Me
ბლოგ რატატუისა და Ratatui Food & Media-ს დამფუძნებელი. იურისტი, პერსონალური, თემატური და კორპორატიული ბლოგინგისა და სოცმედიამარკეტინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. მოყვარული ფოტოგრაფი.
http://katiee.ge

8 thoughts on “ნესვისა და მსხლის ჯემი ტარხუნით – ფოკას დედათა მონასტრიდან

  1. Really flawed Yeah, I’m not saying that you guys are idiots or something,
    but this is the only app of it’s sort that does not add points
    no matter what I download.

  2. So these are actual followers and you earn them by following people.
    But you can buy coins too, for actual funds. And you can also acquire coins by undertaking items the app tells you so, for instance hunting at a video from an advertiser or clicking on a link.
    It also says that if you unfollow the persons you just started to stick to within the next six days you loose your coins once again. Smart.
    Fascinating. But small chance that these new men and women are actually interested in you,
    so bad again for your engagement price.

Leave a Reply

Top