ნეფელე სქაი ბარი ბათუმში |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > კარგი ამბები > ნეფელე სქაი ბარი ბათუმში

ნეფელე სქაი ბარი ბათუმში

ნეფელე – ღრუბლების ქალღმერთი ბერძნულ მითოლოგიაში

ბათუმში წელს კიდევ ერთი ახალი ბარი გაიხსნა: ნეფელე სქაი ბარი, სასტუმრო ჰილტონის მე-20 სართულზე.

300 გრადუსიანი წრიული ხედი, ერთ მხარეს ზღვა, მეორე მხარეს კი – ბათუმის პარკის ულამაზესი ტბა, უზარმაზარი ვერანდა, ზომიერი და გემოვნებიანი მუსიკა და კოქტეილების საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანი – ასე შეიძლება მოკლედ დახასიათება.

nephele8

 

 

საშინლად მომწონს ეს ხედი, სადაც ჰილტონის ფერადაივნებიან შენობას ფონზე დელფინარიუმი და კიდევ ფონზე – ერთმანეთში გადაგრეხილი კორპუსები აქვს. რა თქმა უნდა, სილამაზით ტბა და ზღვა გაცილებით ეფექტურია, მაგრამ აი ეს – უფრო დასამახსოვრებელი და უფრო ავთენტურ-ბათუმურია.

nephele2

 

nephele1

 

სიურპრიზი აღმოჩნდა ხედი ტუალეტიდან :D ნამდვილად არ ველოდი, რომ ცალ მხარეს სრულიად გამჭვირვალე ტუალეტში აღმოვჩნდებოდი. ამის არგადაღება არ გამოვიდოდა და ტელეფონი ჩავრთე :)

toiletview

 

თუმცა, როგორც ამბობენ ხოლმე, ხედი ვჭამოთ? :D ბარში მნიშვნელოვანია მენიუ, კოქტეილები, ფასები, მომსახურება.

გამომდინარე იქიდან, რომ ნეფელე სქაი ბარი შაბათ საღამოს 9 საათზე უკვე სავსე იყო (ყოველ შემთხვევაში უზარმაზარი ვერანდის ნაწილი) და ადგილი მხოლოდ შიდა დარბაზში ვიპოვეთ, შეიძლება ვარაუდი, რომ ბათუმში ეს ბარი უკვე ძალიან პოპულარულია. მაშინაც კი, თუ წვიმს ან ქარია, და მოგეხსენებათ, ქარი მე20 სართულზე უფრო მძაფრად იგრძნობა, შეგიძლია პლედი შემოიხვიო და წამოსვლა არ იჩქარო.

მენიუში არის ბევრი ექსკლუზიური, ორიგინალური კოქტეილი. მაგალითად: უალკოჰოლო კენკროვანი ბათუმი ბრიზი და ჭაჭიტო :D. ასევე, ტრადიციული, პოპულარული კოქტეილები: მოჰიტო, პინა კოლადა, მარგარიტა და სხვა.

 

nephele6

 

აქვე შეიძლება მისაყოლებლად, მსუბუქი კერძების შეკვეთაც (ან ფანტასტიური ალტერნატივა: ქვემოთ, ჰილტონისავე პირველ სართულზე პელიონში სადილობა).

 

nephele4

 

ასევე, საინტერესო შეთავაზება აქვთ წყვილების ან მეგობრებისთვის: Sharing კოქტეილი ორ ან ოთხ ადამიანზე, სპეციალური დიდი ორიგინალური ფორმის ჭიქებით.

რამდენიმე კოქტეილზე, რომელიც გავსინჯეთ, მოგვიანებით დეტალურად გიამბობთ. რა თქმა უნდა, ბარმენსაც ვესაუბრეთ და რეცეპტებიც ჩავიწერეთ.

მანამდე კი, ფოტოებს შეავლეთ თვალი.

 

nephele5

 

nephele3

 

nephele7

 

საერთო შეფასება

ფასები: საშუალოზე მაღალი

კოქტეილების არჩევანი: მრავალფეროვანი

მომსახურება: სწრაფი, კარგი

ის, რაც გამოარჩევს: ფანტასტიური ხედი და გარემო

მისამართი: ბათუმი, სასტუმრო ჰილტონი, მე-20 სართული

 

ფოტოები (c) Ratatui Food & Media

 

კომენტარები

კომენტარი

Ekateriné O Niani @ Ratatui.Me
ბლოგ რატატუისა და Ratatui Food & Media-ს დამფუძნებელი. იურისტი, პერსონალური, თემატური და კორპორატიული ბლოგინგისა და სოცმედიამარკეტინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. მოყვარული ფოტოგრაფი.
http://katiee.ge

12 thoughts on “ნეფელე სქაი ბარი ბათუმში

  1. Definitely believe that which you said. Your favorite justification seemed
    to be on the net the easiest thing to be aware of. I say to you, I certainly
    get annoyed while people consider worries that
    they plainly don’t know about. You managed to hit the nail upon the top as well as defined out the whole thing without having side-effects ,
    people can take a signal. Will probably be back to get more.
    Thanks

  2. Nice post. I was checking continuously this weblog and I am inspired!

    Very helpful info specially the last phase :) I take care of such information much.
    I used to be looking for this certain information for a very long time.
    Thanks and good luck.

  3. I really like what you guys are up too. This
    sort of clever work and reporting! Keep up the good works guys I’ve included you guys to
    blogroll.

  4. Everybody uses T-shirts, which is why a Tees printer is an excellent investment
    as an advertising and marketing device or as the structure of a fashion industry.

Leave a Reply

Top