თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > სასარგებლო რჩევები > როგორ მოვამზადოთ ნაზი და წვნიანი კატლეტი

როგორ მოვამზადოთ ნაზი და წვნიანი კატლეტი

დღეს კატლეტები მოვამზადე სადილისთვის და ამ პოსტის დაწერაც მაშინ მომაფიქრდა. გადავწყვიტე ჩემი პატარა საიდუმლო თქვენც გაგიზიაროთ. სიმართლე რომ გითხრათ, ეს საიდუმლო ჩემი სულაც არ არის, რამდენიმე წლის წინ, ჩემმა დედამთილმა მასწავლა.   ყველაფერი იმით დაიწყო, რომ კატლეტების  გაკეთება რატომღაც არ გამომდიოდა. ხან რა არ მომწონდა, ხან რა.  არა და კაცმა რომ თქვას, ამაზე ადვილი რა უნდა გააკეთო.  რამოდენიმე მეცადინეობაში ჩემი შედეგები აშკარად გაუმჯობესდა :) ამ მეთოდით კი, რომელსაც ქვემოთ გიამბობთ, საუკეთესო შედეგი მივიღე.

kotleti

მოამზადეთ კატლეტის ფარში და შეაზავეთ თქვენი რჩეული რეცეპტის მიხედვით. ადრე ფარშს ხორცსაკეპში ვაკეთებდი,ახლა ამისთვის ბლენდერს ვიყენებ და  კმაყოფილიც ვარ – ფარში უფრო ერთგავროვანი და ნაზი გამოდის. შეწვით ჩვეულებრივად, თუმცა ზედმეტად ნუ გა-დაბრაწავთ. მე პირადად, კატლეტებს (ქათმისა და თევზის კატლეტის გარდა)  საფანელის გარეშე ვწვავ, თუმცა თქვენ როგორც გსურთ.

მზა კატლეტებს ვათავსებ რაოდენობის შესაბამისი ზომის ქვაბში, რომელშიც სულ ცოტა წყალს ვასხამ, იმდენს რომ ძირი ოდნავ დაეფაროს. ვამატებ დაფნის ფოთოლს, ვახურავ თავსახურს  და ძალიან დაბალ ცეცხლზე ვდგამ.ვტოვებ ასე წყლის ადუღებიდან დაახლოებით 5 წუთი. შემდეგ ცეცხლს აქრობთ და კატლეტებს ასე ტოვებთ თავდახურულ ქვაბში სუფრაზე მიტანამდე. ორთქლში დამუშავების შემდეგ კატლეტები ხდება ნაზი, წვნიანი, დაფნის სასიამოვნო არომატით.

katleti

სცადეთ და გამიზიარეთ თქვენი აზრიც, მოგეწონებათ თუ არა :)  ან იქნებ თქვენც გაგვიზიაროთ თქვენი კულინარიული ხრიკები?

პ.ს. აქვე გაგიმხელთ კატლეტებისთვის რამდენიმე გემრიელ დანამატს.

კარტოფილი ან პური ყველასთვის ცნობილია, თუმცა ნათია მინაშვილის რჩევით ზოგჯერ კატლეტს სტაფილოს და დამბალ შვრიას ვამატებ. გემრიელი ვარიაციაა.

წიწიბურას დამატებაც შეიძლება, თუმცა ეს უფრო საბავშვო ვარიანტია. ამ ფოტოებზე სწორედ სტაფილოანი კატლეტებია აღბეჭდილი.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

31 thoughts on “როგორ მოვამზადოთ ნაზი და წვნიანი კატლეტი

  1. ისე ერთხელ ყველის დამატება უნდა ვცადო კატლეტში, შენ ხომ არ მოგისინჯავს? ;)
    პ.ს. ბლენდერის იდეა ძალიან მაგარია

  2. ფარშში შიგნით არა მაგრამ გულში ჩავუდე ერთხელ ყველი და კარგი იყო :) ბლენდერი დიდ განსხვავებას იძლევა, უფრო კარგი ფარში გამოდის

    1. ანუ წყალში უკვე შემწვარ კატლეტებს დებთ?

      1. კი, უკვე შემწვარს. მაგრამ წყალი უნდა იყოს მინიმალური, უბრალოდ ორთქლი რომ წარმოიქმნას, მაგრამ კატლეტები არ იდოს ძალიან წყალში.

    1. იაკო, საინტერესოა, არასდროს მიცდია სოდა და მაიონეზი

      1. ogond dzalian cota unda,sadgac chais kovzis meotxedi soda da 3-4wveti maionezi:)) xo vitom araperi,magram im sasurvel shedegs idzleva yoveltvis:)))

    2. Parece mentira como se ponen de nerviosos los crossistas cuando tienen que correr mas de 20 minutos y eso que estamos hablando de un Enduro. Tanto que ningunean al Enduro parece mentira que el evento motosiclíctico mas grande de latinoamérica sea de Enduro. Por que amigos crosseros no se anotan en el mundial de enduro y les dan una merecida paliza a Knight, Aubert, Meo, Guerrero …. seguro que les pegan una cagada a los perros que usan motos con luces. Les tengo fe ….

    1. The comeback special was coptiramavely good; compared to anything he’s done in a long time. But I felt like his basic pipes were starting to go. The best offering of that session that lives in memory, for me, was One Night With You, another great Elvis song

  3. ძალიან დამწვარი და ხმელი გამომდის:( ფაფუკი რო გამოვიდეს და არ გამოშრეს თავდაუხურავ ტაფაზე უნდა შეწვათო, სადღაც წავიკითხე. აღარ მინდა ესე უგემური გამომივიდეს შემდეგში. რა ვქნა?

    1. ალბათ დიდხანს წვავთ და ამიტომ იწვება და შრება, სხვა რა მიზეზი უნდა იყოს? :) კარგად გაცხელებულ ტაფაზე დაალაგეთ, თავიდან საშუალოზე მაღალ ცეცხლზე, რომ გადააბრუნებთ, ცეცხლსაც დაუწიეთ . თავზე არც მე ვაფარებ ტაფას, მაქვს სპწციალური ბადე, ცხიმის შხეფები რომ შეაკავოს.

    2. Carmody–he is just so unredeemably awful. And I agree with Kathryn about Umbridge. Voldemort is almost a cartoon baddie–but I've come across Umbridges or their like. Only too believable. There are also excellent baddies in Jenny Nimmo's Charlie Bone series. A whole family of them!

    3. سلامبنده هم فایل نامبر کبک ۲۰۱۰ رو دارم . شما میدونید کی برای ما مدیکال صادر میشه؟خیلی ممنون از بزرگواری شما

  4. I’ve read some excellent stuff here. Certainly price
    bookmarking for revisiting. I wonder how much effort you place
    to create the sort of great informative site.

  5. Ahoj Jsem tak vděčný happy jsem našel stránky , opravdu našel vás chybou , když jsem byl Prohlížení na Digg pro něco jiného, ​​
    Bez ohledu na to Jsem tady a bych jen říct, sláva pro
    pozoruhodný pošta a vše kolem vzrušující blogu (Také
    jsem rád téma / design), nemám čas na číst to vše v chvíli
    ale mám book označením , nebo také součástí Vaše RSS kanály, takže když mám čas,
    já se vrátím ke čtení velký vyrovnat více Prosím
    udržet velký jo .

Leave a Reply

Top