თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > დესერტი > ნაზი ბისკვიტი მოცხარით

ნაზი ბისკვიტი მოცხარით

ყველას მოგესალმებით :)

მე ისევ ტკბილეულით მოვედი… ამჯერად ბისკვიტს გთავაზობთ, რომელიც შეგიძლიათ კექსის მსგავსად მიირთვათ ჩაისთან, ან ტორტში გამოიყენოთ. ცხიმის შემცველობის გამო ბისკვიტი აღარ არის ისეთი მშრალი,როგორიც კლასიკური, ტრადიციული და ჩვენთვის ყველასთვის ცნობილი, ამავდროულად კი ინარჩუნებს სინაზეს და ძალიან ფაფუკი რჩება. ჩემი აზრით დანამვაც არ დასჭირდება,თუმცა თუ ინგრედიენტების გაზრდა მოგიხდებათ, ტორტის სიდიდის შესაბამისად.

 

100 გ კარაქი

3 კვერცხი

90 გ ფქვილი

1 პაკეტი გამაფხვიერებელი

150 გ შაქარი

2 ს.კ არაჟანი

ვანილი

½ ჩ.ჭ. გარჩეული მოცხარი

გავაცალკევოთ კვერცხის გული და ცილა. ცილა ავთქვიფოთ მწიკვ მარილთან და 2-3 წვეთ ლიმონის წვენთან ერთად ბეზეს კონსისტენციამდე.

კარაქი გავადნოთ ან ძალიან დავარბილოთ, შევათქვიფოთ მიქსერით შაქარი და კვერცხის გულები. დავამატოთ არაჟანიც. დავაცრათ ფქვილი და გამაფხვიერებელი, შევურიოთ ვანილი.

ამ მასაში ჩავამატოთ ბეზე და სპატულის დახმარებით, დელიკატურად, ქვემოდან ზემოთ მიმართულებით შევურიოთ. საბოლოო მასა უნდა იყოს კრემოვანი, ბუშტუკებით სავსე და ჰაეროვანი. ბევრი არ ურიოთ, თორემ ბეზე გაწყალდება და დავარდება.

24 სმ დიამეტრის ტორტის ფორმაში ჩავაფინოთ ქაღალდი, მსუბუქად გავცხიმოთ და მოვაფრქვიოთ საფანელი. გადავიტანოთ ცომი,თანაბრად გავანაწილოთ და ზემოდან მოვაყაროთ მოცხარი. მორევა არ უნდა.

შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და ვაცხოთ 20 წთ (+/-)  გამომცხვარს,თბილსვე მოვაყაროთ შაქრის პუდრა, გავაციოთ და მოვრთოთ ცოცხალი მოცხარით.

უნაზესია და ძალიან გემრიელი.

კომენტარები

კომენტარი

6 thoughts on “ნაზი ბისკვიტი მოცხარით

  1. მადლობა რეცეპტისათვის.

    ერთი შენიშვნა მაქვს, „სპატული“-ს მივიწყებული ქართული სიტყვა „ლაფერი“ (რომელიც ჯერ კიდევ ფხიზლადაა გურულ კილოში http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=8&t=22012) ხომ არ გაგვეღვიძებინა?

    1. წკაპო, მომავლისთვის გავითვალისწინებ :) დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის :)

    1. ხათუნა, სოდის შემთხვევაში, რაოდენობა გაანახევრეთ, ამ შემთხვევაში, ნახევარი ჩაის კოვზი საკმარისი იქნება

  2. 2-3 ცალი რომ გამოვაცხოთ, შუაში კრემი წავუსვათ და ტორტად ვაქციოთ, ივარგებს თქვენი აზრით?

Leave a Reply

Top