ნაყინის ტორტი ალუბლით |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > ნაყინის ტორტი ალუბლით

ნაყინის ტორტი ალუბლით

ნაყინის ტორტების დრო მოვიდა!  ასეთ სიცხეში უკეთეს დესერტს რას გასინჯავთ. აუცილებლად მოამზადეთ, რადგან ძალიან ადვილია და უზომოდ გემრიელი!

_DSC0077 (Copy)

1 კგ ვანილის ნაყინი

250 გ ალუბალი

100 გ შავი შოკოლადი

 

ალუბალს კურკა გამოვაცალოთ. ნაყინი ოთახის ტემპერატურაზე დავტოვოთ რომ დარბილდეს, თან კოვზით კარგად ავურიოთ (შეგვიძლია მიქსერითაც).  შოკოლადი წვრილად დავჭრათ.

შესაბამისი ზომის ნებისმიერ ფორმას ჩავაფინოთ კულინარიული ცელოფანი. ალუბალი და შოკოლადი ნაყინში გადავურიოთ და გადავიტანოთ ფორმაში.  შევაბრუნოთ საყინულეში, სანამ ხელახლა არ გაიყინება. გადმოვიტანოთ შემდეგ თეფშზე, მოვაცილოთ ცელოფანი და დავჭრათ ულუფებად.

_DSC0068 (Copy)

გემრიელად მიირთვით!

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top