თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > დესერტი > ნაყინი კრემ ბრიულე

ნაყინი კრემ ბრიულე

ჩემი “წყალობით”, ბლოგზე ტკბილეული უფრო დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი,ვიდრე სხვა კერძები.მაგრამ ნაყინი ახლა თუ არ მოვამზადეთ, აბა როდისღა?  ამჯერად ”კრემ-ბრიულეს” გთავაზობთ – ადვილიცაა და გემრიელიც, თუ ასეთი არომატის ნაყინი/დესერტები გიყვართ, ესეც მოგეწონებათ.

  • ნაღები – 0,5 ლ ( 33-35 %)
  • მოხარშული შესქელებული რძე – 300 გრ
  • რძე – 150 მლ
  • კვერცხის გული – 2 ცალი
  • ფქვილი – 2 ს/კ
  • ვანილი

კვერცხის გული ავთქვიფოთ ფქვილთან ერთად სანამ არ გათეთრდება.

დავამატოთ შესქელებული რძე და ავურიოთ კარგად

რძე მივიყვანოთ ადუღებამდე, ჩავამატოთ შესქელებული რძის  მასა, თან ვურიოთ. დავდგათ დაბალ ცეცხლზე და ვურიოთ სანამ არ გასქელდება ( არ უნდა ადუღდეს) კრემი მალე სქელდება.

გავაციოთ.

ნაღები ავთქვიფოთ და შევურიოთ კრემს.

ჩავასხათ პლასტიკის ყუთში და ჩავდგათ საყინულეში. 40-50 წუთის მერე ნაყინი უნდა კარგად ავურიოთ და 30-40 წუთის მერე ისევ. ეს საჭიროა , რომ ნაყინი თანაბრად გაიყინოს და კრისტალები არ გაჩნდეს.

გემრიელად მიირთვით!

კომენტარები

კომენტარი

2 thoughts on “ნაყინი კრემ ბრიულე

Leave a Reply

Top