თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > პასტა/მაკარონი > მწვანილის სოუსი სპაგეტისთვის

მწვანილის სოუსი სპაგეტისთვის

ყველაზე მარტივი სოუსი, რაც კი შეიძლება სპაგეტის მოუმზადოთ, ჩემი აზრით, არის პესტო.  ესაა ცნობილი იტალიური სოუსი, რომლის საბაზო ინგრედიენტებია ზეითუნის ზეთი, რა თქმა უნდა ბაზილიკი, ყველი პარმეზანი, კედარის კაკალი.  მე მხოლოდ საქართველოში ნაყიდი პესტო გამისინჯავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მზიან იტალიაში, ახალმომზადებულს რომ მოასხამენ ასევე იქვე მოზელილი ცომისგან მოხარშულ სპაგეტის, სულ სხვა გემო და არომატი ექნება…

ქოთანში დათესილი ჩემი ბაზილიკი, მართალია ამოვიდა და იზრდება კიდეც, ჯერ მაინც არაა ისეთი,მოკრეფა რომ შეიძლებოდეს. ამიტომ სანამ ნამდვილ იტალიურ პესტოს გავაკეთებ,  სხვა მწვანილებზე ვატარებ ექსპერიმენტებს.  ამ მწვანილის სოუსსაც ქართული პესტო ვუწოდე, ისე, პირობითად…

1 კონა ოხრახუში

4-5 ქორფა მწვანე ხახვი

100 მლ ზეითუნის ზეთი (ან ნარევი მზესუმზირის ზეთთან)

1-2 კბილი ნიორი (სიდიდის  მიხედვით)

მარილი, შავი პილპილი

ლიმონის წვენი, სურვილით

გარეცხილი და წყლისგან შემშრალი მწვანილები, ნიორი, ზეთი მოათავსეთ ბლენდერში და ერთიან მასად აქციეთ. დაამატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით. ამჯერად მესამედი ლიმონის წვენიც ჩავაწურე.  ჩემთან ყველას მოეწონა.

მე ზეითუნის ზეთს ცოტა ყურძნის წიპწის ზეთი შევურიე, თუმცა მზესუმზირის ზეთთან ერთადაც გამიკეთებია და ორივე კარგია. მთავარია ზეითუნის ზეთი ნახევარი მაინც იყოს.

ზეთის რაოდენობას შეგიძლიათ მოუმატოთ ან დააკლოთ იმის მიხედვით, რამდენად თხევადი ან სქელი პესტო გვინდა

ზოგჯერ ყველსაც ვამატებ, ჩვეულებრივს, ქართულს.  ასევე ხმელ ბაზილიკს (სანამ ნედლი მექნება ).  მინდა ვცადო ნედლი პიტნითაც, შედეგებზე აუცილებლად მოგიყვებით :)

სპაგეტის ძალიან უხდება. ასევე კარგია უცხიმო ხორცეულთან. დარჩენილი სოუსი შეგიძლიათ მოათავსოთ მინის ჭურჭელში და თავდახურული შეინახოთ მაცივარში რამდენიმე დღე. კარგად ინახება.

pesto

კომენტარები

კომენტარი

12 thoughts on “მწვანილის სოუსი სპაგეტისთვის

    1. ქრისტინე, იმედია :)) თუ არა და არც ეგაა პრობლემა, გემოვნება ხომ ძალიან ინდივიდუალურია :)))

      დღეს ბოსტნეულის სალათსაც მოვასხი (კიტრი, პამიდორი, ყველი, ისპანახის ფოთლები, კვერცხი) და მოუხდა :)

  1. gavakete :)mokled pitna mgoni momivida bevri :S zogadi shefasebaa normaluri, mgoni me avige araswori proporciebi, torem uketesic gamovidoda :( ra mainteresebs, aseti raodenobis pesto sousi ramden kerdze yofnis? me piradad 250 gram farfales davumate mtliani sousi da mgoni nametani iyo :)))))) Plus kidev, chemma blenderma ase wvrilad ver dachra mwvanilebi da magis bralic iyo, rom cota sxva gemoze dadga sousi… ragac amdagvari makvs gaketebuli ogond Salsa Verdes sousi kvia (arada dsalian gvanan ertmanets ingredientebit), moxarshul shemwvar kartofils dsalian mouxdaa..

  2. ქრისტინე, თქვენ მთლიანად პიტნით გააკეთეთ თუ სხვა მწვანილიც ჰქონდა? პიტნა თავისთავად საკმაოდ არომატული და მძაფრია, მე არასდროს გამიკეთებია მხოლოდ პიტნით და ვერ გეტყვით მის გემოზე ვერაფერს. კონკრეტულად ეს, რაც მე გავაკეთე, 150 მლ-ზე ცოტა მეტი გამოვიდა, მაქსიმუმ 200 მლ იქნებოდა, 1-2 კოვზს ვასხამ ხოლმე 1 ულუფა სპაგეტის, გააჩნია ულუფის რაოდენობასაც. შენახული მაქვს მაცივარში. თქვენი იმედგაცრუება მგონი არასწორი დოზირების ბრალია, მთლიანად არ უნდა დაგესხათ, სპაგეტი არ უნდა ”ტიპტიპებდეს” სოუსში, არამედ, მხოლოდ კარგად ამოისვაროს და გარს ეკრას თითოეულ ღერს :)

  3. ara, chamotvlili ingredientebs davumate ramodenime geri pitnaa, da getanxmebi, mgoni pestos “peredozirovka” gamomivida :) shemdegshi met zets davumateb da maximum 2 kovz davumateb kerdz :)

  4. Am kvelafers tu pitnas da Dijon Mustards daamatebt, zalian ucxo gemo aqvs. uxdeba motishul bostneuls da shecvar qatamsac ki.

    1. საინტერესოა :) აუცილებლად ვსინჯავ :) დიდი მადლობა

    1. დიახ, სამთო ქიმიის შენობაში, პირველ სართულზეა პატარა მაღაზია, უამრავი მცენარის თესლი აქვთ, 2.50 ლარი ღირდა ბაზილიკი

  5. These are in fact wonderful ideas iin regarding blogging.
    You havfe touched some pleasant things here. Any
    way keep up wrinting.

  6. Hi, I do believe this is a great web site. I stumbledupon it
    ;) I am going to come back once again since i have bookmarked it.
    Money and freedom is the best way to change, may you be rich and continue to guide others.

Leave a Reply

Top