თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > მწვანე ლობიო პომიდორით [Video]

მწვანე ლობიო პომიდორით [Video]

წლებია სოფელში კაპიტალურად არ დამისვენია, წელს როგორც იქნა ერთი კვირა გამოვნახე ამ ამბავისთვის და ანაგას ვესტუმრე. კოღო-ბუზების აქტიურობას თუ არ ჩავთვლით, სოფელში დასვენება როგორც წესი პასიური დასვენების ტიპს მიეკუთვნება და ძირითადად საღამოობით სეირნობით, წიგნის კითხვით, ფილმების ყურებით და მზარეულობით შემოიფარგლება. როგორც მიხვდით მეც ამ უკანასკნელ ნაწილზე შევაჩერებ თქვენს ყურადღებას :)

თავისუფალი დრო მქონდა და ამიტომ ვიდეორეცეპტის ჩაწერა გადავწყვიტე, რაშიც ჩემი დის დახმარებაც დამჭირდა. როგორც წესი ოპერატორი მე გახლავართ ხოლმე და ამიტომ კამერის წინ საუბარი ცოტა არ იყოს გამიჭირდა, გამოჩენა კი საერთოდ გადავიფიქრე :D

ვიდეორეცეპტი 

კერძის მომზადებისთვის დამჭირდა:

მწვანე ლობიო – 1 კგ

ზეთი – 2 სუფრის კოვზი 

ხახვი – 1 დიდი თავი   

კარტოფილი – 4-5 ც. საშუალო ზომის 

გაფცქვნილი ახალი პომიდორი – 5  ც. 

ახალი შაშკვლავი – 1 პატარა კონა  

მარილი გემოვნებით 

 mtsvanelobio

 

 

ესეც მე შემთხვევის ადგილიდან :) 

TAM_2308

კომენტარები

კომენტარი

Tamara Mirianashvili
If you want to tell people the truth, make them laugh, otherwise they'll kill you.” ― Oscar Wilde თამარა არის Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, პროფესიონალი ფოტოგრაფი, მთარგმნელი (ინგლისური ენის სპეციალისტი) და ბლოგერი.
http://eatandtour.com

Leave a Reply

Top