თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Uncategorized > მწნილი თუ მურაბა? (პატარა რეპორტაჟი ბათუმიდან)

მწნილი თუ მურაბა? (პატარა რეპორტაჟი ბათუმიდან)

საკვები პროდუქტების დამწნილება ჯერ კიდევ 4 000 წლის წინ დაიწყეს. მაგალითად, ინდოეთში საკმაოდ პოპულარული  იყო კიტრის მწნილი, რასაც ჩრდილოეთ ინდოეთში, „აჩარს“ უწოდებენ.

დამწნილების მეთოდს სეზონური საკვები პროდუქტების შესანახად იყენებდნენ, მწნილს კი მაშინ მიირთმევდნენ, როდესაც სეზონის მიხედვით, ესა თუ ის პროდუქტი არ მოიპოვებოდა. დამწნილებული პროდუქტების წაღება საკმაოდ კომფორტულად ითვლებოდა ხანგრძლივი, საზღვაო მოგზაურობის დროს. საგემოვნო თვისებების გამო, მწნილები საკმაოდ პოპულარულ საკვებად ითვლებოდა ადრეც და ახლაც.

დღეს მწნილი უკვე არა მოგზაურობის დროს თავის გასატანად, არამედ გემოს მრავალფეროვნებისთვის კეთდება. კიტრი, პამიდორი, კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო, ნიორი, ჭარხალი… მწნილდება ყველაფერი, რაც გემრიელია :D თუმცა, ყველაზე პოპულარული მაინც კიტრის მწნილია, ყოველ შემთხვევაში – ჩვენში.

kitris_mtsnili_by_marneuli

კიტრი, ერთი შეხედვით, თითქოს “ისეთი არაფერი” ბოსტნეულია. სინამდვილეში უხვად შეიცავს კალიუმს, კალციუმს, რკინას, ფოსფორს, იოდს, კაროტინს, C, B1, B2 ვიტამინს, A პროვიტამინს, ორგანულ მჟავებსა და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს.

დიდი ხანია კიტრს იყენებენ კოსმეტოლოგიაში. მისი წვენი აქრობს ჭორფლს, ფერისმჭამელებს, პიგმენტურ ლაქებს. სპეციალისტების რჩევით, ძვირად ღირებულ პროცედურებთან ერთად, სასურველია, დროდადრო სახე გაიწმინდოთ ნედლი კიტრით.

კიტრი ხელს უწყობს საკვების სწრაფად ათვისებასა და ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გამოდევნას. განსაკუთრებით რეკომენდებულია კუჭ-ნაწლავის (როგორც გამხსნელი საშუალება), ღვიძლისა და თირკმლების დაავადებების დროს.

სხვათა შორის, სასარგებლო თვისებები კარგად ნარჩუნდება მწნილებშიც.

mtsnili_by_marneuli

ჩვენს ფეისბუქ-მეგობრებს ახსოვთ ალბათ, მარნეულის სასურსათო ქარხნის ყოველწლიური, მწნილისა და მურაბის ფესტივალიდან რომ შეგპირდათ რეპორტაჟს რატატუი.

ბათუმში ეს ფესტივალი ბათუმობის დღესასწაულს დაემთხვა და ბათუმობის მონაწილე უამრავ ადამიანს შეეძლო უფასოდ გაესინჯა ეროვნული წარმოების პროდუქცია.

მე ბათუმში მეგობრებს – ფესტივალის ორგანიზატორებს შევუერთდი. გავსინჯე თითქმის ყველაფერი, მჟავე თუ ტკბილი, რასაც მარნეულის ქარხანა აწარმოებს.

mtsnili_da_muraba

გავსინჯე ლეჩო (პამიდორ-სტაფილო-ბულგარულის რაგუ), ნაირნაირი ტყემლები, პამიდვრის სოუსები, კაკლის და შინდის მურაბები.

აი მანდარინის მურაბა ვერ ვიხვედრე და დარდად დამრჩა. ძალიან მაინტერესებს როგორია :(

marneulis_murabebi

სხვათა შორის, პირველად გავსინჯე ყვავილოვანი კომბოსტოს მწნილი და ეს ყოფილა რაც ყოფილა ! <3 ხრატუნა და ტკბილ-მჟავე. მოკლედ, დამწნილებული ყვავილოვანი კომბოსტო ჩემი ფავორიტია, პატარა პიკულებთან ერთად <3

სამაგიეროდ, პამიდვრის მწნილს ვერ ვუჭერ მუღამს :( მიუხედავად იმისა, რომ პატარა, თოთო „ჩერი“ პამიდვრები აქვთ დამწნილებული, ძალიან ტკბილია და გემრიელი, მაინც ეს ის არ არის, რაც მე მიყვარს.

kitri_marneuli_ratatui

ასევე, მქონდა ბედნიერება, კიდევ ერთხელ დავკვირვებოდი, როგორ იქცევა ადამიანების ნაწილი, როცა საჭმელი უფასოა..

თუმცა ამაზე შემდეგ პოსტში მოგიყვებით, ცოტა ვრცლად.

 

კომენტარები

კომენტარი

Ekateriné O Niani @ Ratatui.Me
ბლოგ რატატუისა და Ratatui Food & Media-ს დამფუძნებელი. იურისტი, პერსონალური, თემატური და კორპორატიული ბლოგინგისა და სოცმედიამარკეტინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. მოყვარული ფოტოგრაფი.
http://katiee.ge

Leave a Reply

Top