თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > მსხლისა და ყველის სალათა

მსხლისა და ყველის სალათა

ეს ძალიან მარტივი, განსხვავებული და გემრიელი სალათაა. განსაკუთრებით მოგეწონებათ თუ შერეულ გემოებს აფასებთ – ერთდროულად  მოტკბოს და მარილიანს. მაგრამ თუ ტრადიციული, შეჩვეული გემოების იქით არაფერი მოგწონთ, მაშინ ამ რეცეპტსაც გულგრილად ჩაუარეთ – პროდუქტები “ტყუილად რომ არ გააფუჭოთ” :D

pear&cheese salad

1 ულუფისთვის:

  • 25 გ რუკოლას ფოთლები
  • ½ მსხალი
  • 2 ს.კ  მსხვილად დაფშვნილი ობიანი ყველი (ნებისმიერი სასურველი)
  • 2 ს.კ დაჭრილი ნიგოზი (შეგვიძლია მოვხალოთ)
  • 1 ს.კ ლიმონის წვენი
  • 1 ს.კ ზეითუნის ზეთი
  • მარილი, პილპილი

რუკოლას ფოთლებს დამახასიათებელი გემო და ნიგვზის არომატი აქვს, რაც ამ სალათას განსაკუთრებულად უხდება. ამიტომ სხვა სახეობის სალათით თუ ჩავანაცვლებთ, სრულიად განსხვავებულ გემოს მივიღებთ. ეს ისე, შესავლისთვის :)

ახლა გადავიდეთ რეცეპტზე, რომელიც უმარტივესია. ჯერ მოვამზადოთ დრესინგი: ზეთი, ლიმონის წვენი, მარილი და პილპილი ერთმანეთში შევურიოთ.

თეფშზე გადავიტანოთ რუკოლა და მოვასხათ 1 კოვზი სოუსი. ფრთხილად ავურიოთ, რომ სოუსი კარგად განაწილდეს. დავამატოთ თხლად დაჭრილი მსხალი, ნიგოზი და ყველი, მოვასხათ დარჩენილი სოუსი.

სალათა მზადაა. სასურველია მივირთვათ მაშინვე.

pear&cheese

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top