თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > დესერტი > მინი კექსები ლიმონით

მინი კექსები ლიმონით

საკონდიტრო ნაწარმში ციტრუსის არომატი ძალიან მიყვარს ხშირად ვიყენებ. ამჯერად ერთ ძალიან ადვილ რეცეპტს შემოგთავაზებთ, თუმცა ინგრედიენტები გათვლილია კექსების მცირე რაოდენობაზე. ამ რეცეპტში შაქარი შეიძლება ბევრი მოგეჩვენოთ, მაგრამ რადგან მთლიანი ლიმონი გამოიყენება, სიმჟავის გადასაფარად აუცილებელია.
  • 100 გ შაქარი
  • 1 კვერცხი
  • 4 ს.კ არაჟანი
  • 1/2 ჩ.კ სოდა
  • 1 პატარა ლიმონი
  • 5-6 ს.კ ფქვილი
  • 2ს.კ ზეთი

ლიმონი გაჭერით,გამოაცალეთ კურკები და დააბლენდერეთ. თუ სქელი კანი აქვს, აათალეთ ყვითელი ნაწილი, ზედმეტი თეთრი კანი მოაშორეთ და რბილობი და ყვითელი ნაწილი დააბლენდერეთ.

შაქარი და კვერცხი ათქვიფეთ, დაამატეთ მთლიანი დაბლენდერებული ლიმონი, სოდა, არაჟანი, აურიეთ და დააცერით ფქვილი. ბოლოს დაამატეთ ზეთი. ცომი უნდა იყოს არაჟნის სისქის.

გაანაწილეთ ფორმებში და გამოაცხეთ 30 წთ 180 გრადუსზე. თავზე მოასხით გამდნარი თეთრი შოკოლადი, შაქრიანი გლაზური ან უბრალოდ პუდრა მოაყარეთ.

იგივე ცომს შეგიძლიათ შეურიოთ სხვადსახვა კენკრა (მოცხარი, მოცვი, ჟოლო და ა.შ.) ამ შემთხვევაში ცხობის დრო ცოტა გაზარდეთ.

კომენტარები

კომენტარი

10 thoughts on “მინი კექსები ლიმონით

    1. ალექსანდრე, რა ლამაზი ”შეყვარებული” მაფინებია :) გმადლობთ გაზიარებისთვის :)

    1. ეს შაქრის ყვავილებია, ვიყიდე, მე არ გამიკეთებია :) ამის გაკეთებაც არაა ძნელი, თუ საჭრელი ფორმები გაქვს და შაქრის პასტის მოზელვაც არ დაგეზარება ადამიანს, თუმცა დეკორაციების კეთებაში მე მოვიკოჭლებ, რადგან ხატვა-ძერწვის ნიჭი არ დამაყოლა უფალმა ))))

      1. რა ვიციიი, შენ ისეთ საოცრებებს აკეთებ ეგეც არ გამიკვირდებოდა :D

        ლამაზია :) :)

  1. mmmm, iseti magariaaaaa:P amopushpushdnen ise sayvarlaad:P erti suli maqvs rodis davagemovneb da mere fbze fotosac davdeb:) patara cvlileba shevitane receptshi da gagiziarebt aucileblad :)

    1. მარი, ძალიან მიხარია რომ მოგეწონათ :) აუცილებლად გაგვიზიარეთ შენიშვნაც და ფოტოც :) და გმადლობთ, რომ ჩვენი ბლოგის რეცეპტებით სარგებლობთ :)

    2. და იმედია ფოტოებს და შთაბეჭდილებებსაც გაგვიზიარებთ :)))

Leave a Reply

Top