თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > სირთულის მიხედვით > მარტივი > ხორცის შემწვარი ბურთულები მაწვნისა და კიტრის სოუსით

ხორცის შემწვარი ბურთულები მაწვნისა და კიტრის სოუსით

რეცეპტი პირველად დაიბეჭდა ჟურნალ კულინART-ში (08/2015)

თუ ვინმე მკითხავს, სადაური კულინარი ხარ, თუ ხორციანი კერძების კეთება არ გიყვარს, კარგად ისიც არ იცი, საქონლის ხორცის რომელ ნაჭერს რა სახელი ჰქვია, სტეიკს შემწვარს მიირთმევ და ჩვეულებრივი კატლეტი არასდროს გაგიკეთებიაო, მომიწევს ვუპასუხო, რომ კულინარია უბრალოდ ძალიან მიყვარს და ჯერ ყველაფერი წინ მაქვს.

მოდი, ბოლოდან, კატლეტის კეთებით დავიწყებ ხორცის მიმართულებით საკუთარ თავზე მუშაობას-თქო ვთქვი ამასწინათ, მაგრამ კატლეტი უინტერესოდ მეჩვენა, თანაც ბევრი ზეთი არ მიყვარს. უცხოურ კულინარიულ ბლოგებს თვალი გადავავლე და გადავწყვიტე კატლეტის ბიძაშვილი გამეკეთებინა: ხორცის ბურთულები ცივი მაწვნისა და კიტრის სოუსით, ქართული საკმაზების მოტივებზე.

Meatballs_0029

ფარში:

  • გატარებული ხორცი (ნაკლებადცხიმიანი) – 800 გრ
  • კვერცხი – 1 ც
  • ქინძი – 1 პატარა კონა
  • რეჰანი – 3 ტოტი (უხეში ღერების გარეშე)
  • მწვანე ხახვი – 3 ცალი
  • ნიორი – 1 კბილი
  • მწარე წითელი წიწაკა, დაფქული – ½ ჩაის კოვზი
  • მუსკატის კაკალი – ½ ჩაის კოვზი
  • შავი პილპილი, მარილი – გემოვნებით

Meatballs_0010 Meatballs_0011

 

მომზადება:

გატარებულ ხორცს დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ქინძი, მწვანე ხახვი და რეჰანი, 1 მთლიანი კვერცხი, სუნელები, მარილი და პილპილი გემოვნებით და კარგად შეურიეთ ერთმანეთში. ღუმელი გააცხელეთ 250 გრადუსზე, საცხობ დაფაზე დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი, დააწყვეთ ხორცის პატარა გუნდები და გარედან მოაცერით პურის ფქვილი.

Meatballs_0019

 

გამოაცხვეთ 15-20 წუთი, სანამ გარედან არ მოიბრაწება (ცხობის დრო დამოკიდებულია ბურთების ზომაზე).

სანამ ბურთულები გამოცხვება, მოამზადეთ მაწვნის სოუსი: ცივ მაწონს (400 მლ) შეურიეთ წვრილად დაჭრილი კიტრი (1 ც) და 3 ღერი კამა. შეაზავეთ მარილით.

ხორცის ბურთულები მიირთვით ცხლად ცივ სოუსთან ერთად.

Meatballs_00291

კომენტარები

კომენტარი

Ekateriné O Niani @ Ratatui.Me
ბლოგ რატატუისა და Ratatui Food & Media-ს დამფუძნებელი. იურისტი, პერსონალური, თემატური და კორპორატიული ბლოგინგისა და სოცმედიამარკეტინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. მოყვარული ფოტოგრაფი.
http://katiee.ge

One thought on “ხორცის შემწვარი ბურთულები მაწვნისა და კიტრის სოუსით

  1. First of all I want to say terrific blog! I had a quick question which I’d like to ask
    if you do not mind. I was curious to know how you center yourself and clear your thoughts
    before writing. I’ve had difficulty clearing my
    mind in getting my ideas out. I do enjoy writing but it just
    seems like the first 10 to 15 minutes are usually wasted just
    trying to figure out how to begin. Any recommendations or tips?

    Many thanks!

Leave a Reply

Top