მწვანე ლობიო კვერცხით |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > მწვანე ლობიო კვერცხით

მწვანე ლობიო კვერცხით

ლობიო და მათ შორის მწვანე ლობიო, ბევრი სასარგებლო თვისებით გამოირჩევა, მათ შორის ერთერთი მთავარი ღირსება ცილის მაღალი შემცველობაა, რაც ხორცის არმოყვარულებს საშუალებას აძლევს ცილის მიღება ამ მცენარეული პროდუქტით დაარეგულირონ.

ალბათ სწორედ ამ თვისების გამოცაა, რომ ლობიოს რთულ 1990იან წლებში საქართველოს მოსახლეობის მხსნელის როლი ერგო და სრულიად სამართლიანადაც :D

მწვანე ლობიო კვერცხით – ამაზე მარტივი რეცეპტი ალბათ მხოლოდ კიტრის და პომიდვრის სალათს შეიძლება ჰქონდეს :D გაგიკვირდებათ და არასდროს გამიკეთებია, ამასწინათ უცებ მომინდა და გადავწყვიტე ბავშვობაში რომ მიკეთებდნენ, აი ის ვერსია აღმედგინა, ჩემებურად :)

მწვანე-ლობიო

მთავარია, მწვანე ლობიო იყოს ქორფა და უფხო, დანარჩენი მარტივია :)

 

დამჭირდა:

  • მწვანე ლობიო – 1 კგ
  • ხახვი – 1 დიდი თავი
  • მწვანე წიწაკა – 1 ც
  • პომიდორი – 3 ც
  • კვერცხი – 3 ც
  • რეჰანი – ნახევარი კონა (7-8 ღერი)
  • ქინძი და ოხრახუში – ნახევარი კონა
  • ნიორი – 1-2 კბილი
  • მარილი, დაფქული წითელი წიწაკა, სვანური მარილი – გემოვნებით
  • ზეთი

მწვანე-ლობიო

მწვანე ლობიოს ბევრი ჯერ ხარშავს, შემდეგ წურავს, შემდეგ შუშავს და ა.შ. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, უფრო რბილი გამოდის, მაგრამ მე არ მიყვარს ძალიან გადახარშული ბოსტნეული, ამიტომ ჩაშუშვა ვამჯობინე.

მწვანე ლობიო გავრეცხე, ფხები გავაცალე (ცოტა მაინც ჰქონდა), დავამტვრიე და დაჭრილ ხახვთან ერთად საშუალო ცეცხლზე, ზეთიან ტაფაში/ქვაბში ჩავყარე. მორევა ხშირად არ სჭირდება, მთავარია არ დაწვათ, თავდახურულ ტაფაში საკუთარ ორთქლში და წვენში კარგად იშუშება.

მწვანე-ლობიო

როცა თითქმის ჩაიშუშა, კანგაცლილი და დაჭრილი პომიდორი დავამატე, შემდეგ მწვანილები, მწვანე წიწაკა, ხმელი წითელი წიწაკა (ბლომად – ჩემი აზრით უხდება სიცხარე), მარილი, ნიორი, სვანური მარილი და 3 ცალი კვერცხი.

თუ საჭიროდ ჩათვლით, შეგიძლიათ ცოტა წყალი დაამატოთ, უფრო წვნიანი რომ გამოვიდეს :)

მწვანე-ლობიო

სულ ეს იყო, გემრიელად მივირთვით :D

 

კომენტარები

კომენტარი

Ekateriné O Niani @ Ratatui.Me
ბლოგ რატატუისა და Ratatui Food & Media-ს დამფუძნებელი. იურისტი, პერსონალური, თემატური და კორპორატიული ბლოგინგისა და სოცმედიამარკეტინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. მოყვარული ფოტოგრაფი.
http://katiee.ge

One thought on “მწვანე ლობიო კვერცხით

  1. I am curious to find out what blog platform you’re using?
    I’m experiencing some small security issues with my latest
    website and I’d like to find something more safeguarded.
    Do you have any solutions?

Leave a Reply

Top