სახლში მომზადებული მაიონეზი |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > საწებლები/სოუსები > სახლში მომზადებული მაიონეზი

სახლში მომზადებული მაიონეზი

ბოლო წლებში მაიონეზს ხშირად აღარ ვიყენებ.   მაგრამ ზოგჯერ მაინც ვაკეთებ რამეს მისი შემცველობით. ასეთ მომენტებში ვცდილობ არ დავიზარო და მაიონეზიც მე თვითონ მოვამზადო. ვაღიარებ, ხანდახან მეზარება, მაგრამ აქვე გეტყვით, რომ  სახლში მომზადებული ბევრად უფრო გემრიელია.  დიდი ხნის წინ ბლოგზე უკვე დავდე მაიონეზის ერთი  რეცეპტი, რომელშიც მთლიან კვერცხს ვიყენებ ხოლმე. ამჯერად კი მხოლოდ კვერცხის გულები გამოვიყენე. მომზადების პრინციპი იგივეა რაც ზემოთ მითითებულ რეცეპტშია აღწერილი.

maionez

3 კვერცხის გული

200 მლ ზეთი (მზესუმზირის, ზეითუნის,სიმინდის…   შესაძლებელია მათი ნარევიც)

1/2 ჩ.კ დიჟონის მდოგვი (მე 1 კოვზი ჩავამატე)

1 ს.კ ლიმონის წვენი

მარილი

სურვილის მიხედვით შესაძლოა დაემატოს პილპილი, ნიორი, რაიმე სუნელი ან არომაული მცენარე.

კვერცხის გულები, ლიმონის წვენი, მარილი  და მდოგვი მოვათავსოთ თასში ან ბლენდერის ჭიქაში და ავთქვიფოთ. დავიწყოთ ზეთის ჩასხმა ნელ-ნელა, წვრილ ზოლად, თქვეფის შეუჩერებლად.  როცა გასქელებას დაიწყებს, შეგვიძლია ზეთის დოზებიც გავზარდოთ. საკმაოდ სქელი მაიონეზი მიიღება და თუ უფრო თხელი გინდათ, ზეთის დამატება შეიძლება.  ძალიან გემრიელი მაიონეზია, თუმცა მაინც მეტისმეტად ცხიმიანია და გამოყენებისას ზომიერება არ უნდა დაგვავიწყდეს ;)

maionezi

ინახება მაცივარში, მინის ქილაში, 4-5 დღემდე.

—————————————————————————————————————————————-

მოგვიანებით აქვე ჩავამატებ ჩემს ბოლო დროინდელ მიგნებას:  მსუბუქ მაიონეზს.  როგორც ზედა ფოტოებში ხედავთ, ზეთიანი მაიონეზი საკმაოდ სქელია და ამდენი ცხიმის გამო კალორიულიც. ეს მომენტი სულ მაწუხებდა, არ მხიბლავდა ამდენი ცხიმის მიღება.  პატარა ექსპერიმენტის შემდეგ გამოსავალიც ვიპოვე და აი როგორ:

ნახევარი ჭიქა ზეთის დამატების შემდეგ გადავწყვიტე დანარჩენი ზეთი წყლით შემეცვალა, დავიწყე იგივე ტემპერატურის წყლის  ნელ-ნელა დამატება. თავიდან მეგონა არაფერი გამოვიდოდა და აიჭრებოდა, მაგრამ საბედნიეროდ ასე არ მოხდა :) როგორც ქვედა ფოტოზე ხედავთ, მშვენიერი მაიონეზი გამოვიდა!  უბრალოდ ცოტა თხელი იყო, მაგრამ ეს მომწონს კიდეც. გემო შესანიშნავი, როგორიც უნდა იყოს.  ნაკლები ცხიმის გამო კი უფრო ჯანსაღია. მაცივარში დადების შემდეგ შედარებით სქელდება.

 

maoin

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

3 thoughts on “სახლში მომზადებული მაიონეზი

Leave a Reply

Top