თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > სუპები/წვნიანები > მაწვნის სუპი

მაწვნის სუპი

პირველ რიგში ხახვი წვრილად დაჭერით და კარაქთან ერთად მოდაღეთ საშუალო ზომის ქვაბში, ოდნავ შეოქროსფერებამდე.
შემდეგ აიღეთ წვრილბადიანი საწური და ქვაბში ნელ–ნელა მაწონი ჩაწურეთ, ასე მაწვნის დაკოლტვას აცდებით და ერთგვაროვან მასას მიიღებთ. დაბალ ცეცხლზე ურიეთ, ოდნავ წამოდუღების შემდეგ დაამატეთ მითითებული რაოდენობის წყალი და კვლავ ურიეთ პერიოდულად, სანამ არ ადუღდება. ადუღების შემდეგ ქვანში ჩაუმატეთ ბრინჯი და ნელ ცეცხლზე დატოვეთ ბრინჯის მოხარშვამდე.
თუ აგეჭრათ არ აღელდეთ, ეს ზოგჯერ მაწვნის ბრალია, ხელის ბლენდერმა მარტივად გადაჭრა ეს პრობლემა, ორიოდე შემოტარება საკმარისი აღმოჩნდა სრულიად თეთრი ერთგვაროვანი მასის მისაღებად.
შეკმაზეთ ძმრით და მარილით.
ქვაბი ცეცხლიდან გადმოდგით და დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ქინძი (კამა არ აღმომაჩნდა), ასევე შეგიძლიათ კამაც.

მაწვნის სუპი
მაწვნის სუპი

2 ს/კ კარაქი
2 თავი ხახვი
500 გრ – მაწონი
1.5 ლ – წყალი
2 ს/კ ბრინჯი
50 გრ – ქინძი
2 ს/კ – ძმარი
მარილი გემოვნებით

კომენტარები

კომენტარი

Tamara Mirianashvili
თამარა არის Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, პროფესიონალი ფოტოგრაფი, მთარგმნელი (ინგლისური ენის სპეციალისტი) და ბლოგერი.
http://odelia.ge

One thought on “მაწვნის სუპი

  1. ძმრის ნაცვლად მე ლიმნის წვენს ვიყენებ და ბევრად უფრო გემრიელი და სურნელოვანი გამოდის.

Leave a Reply

Top