მარტივი საუზმე |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ფრინველის ხორცი > მარტივი საუზმე

მარტივი საუზმე

დღევანდელი ჩემი რეცეპტი განსაკუთრებით მათ დააინტერესებს, ვისაც სამზარეულოში დიდხანს ყოფნა არ უყვარს :)   უადვილესია, გემრიელიც, ერთი ეგაა, ცოტა უხერხული საჭმელია.  თუმცა ოჯახურ წრეში რა უჭირს? :))

რეცეპტისთვის სახელის დარქმევა გამიჭირდა, რამდენიმე საინტერესო იდეა მომაწოდეს, მათ შორის, ”ზარმაცების აჭარულიც” :), რაღაცით მართლაც გავს აჭარულ ხაჭაპურს, მაგრამ ქათმის ხორცს შეიცავს და გადავიფიქრეთ :))  მოკლედ, დაარქვით რაც გინდათ, მთავარია მოგეწონოთ ;)

ერთ ადამიანზე თითო ასეთი პურია გათვალისწინებული.  მე ჰამბურგერებისთვის განკუთვნილი ფუნთუშა და შირნჰოფერში ნაყიდი უგემრიელესი მინი-პური  გამოვიყენე. პურით უფრო მომეწონა, რადგან ფუნთუშას მოტკბო გემო დაჰყვებოდა და არ მომეწონა მთლიანობაში.

ერთი პურისთვის დაგჭირდებათ

2-3 მწყრის კვერცხი ან 1 ქათმის

გახეხილი ყველი

ქათმის ხორცი (მოხარშული,შემწვარი), ან ძეხვის/ბეკონის ნაჭერი

მარილი და პილპილი გემოვნებით

პურს წააჭერით თავი და ამოუღეთ გული შუამდე. შეგნით ჩადეთ ხორცი/ძეხვი/ბეკონი და ყველი . შედგით 200 გრადუსზე ღუმელში, როგორც კი ყველი ჩაადნება, ღუმელიდან გამოიღეთ, ჩაახალეთ კვერცხი და შეაბრუნეთ. კვერცხის ცილა რომ შეიკვრება და გათეთრდება, მზადაა.

პურის  გულში ჩასადებ ინგრედიენტებს, შეგიძლიათ მიამატოთ კიდევ რამე :)

კომენტარები

კომენტარი

10 thoughts on “მარტივი საუზმე

  1. ოხ, როგორ მიყვარს ასეთი სახელდახელოდ მომზადებული გემრიელობები :)

  2. წვრილად დაჭრილი ხახვი უნდა ჩავუფინოთ ძირში ჯერ და მერე დანარჩენი ინგრედიენტები… ძალიან კარგი რეცეპტია…

    1. რა თქმა უნდა შეგიძლიათ ცვლილებების შეტანა, გემოვნების მიხედვით :)

  3. უგემრიელესი ჩანს:) გემოც ვიგრძენი სურათით და სუნიც:)) სახლიც კი მომაფიქრდა – შანთრაქი პურით, ბეკონით და ყველით :)

Leave a Reply

Top