თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > დესერტი > მარწყვის სორბე

მარწყვის სორბე

მარწყვის სეზონზე სორბე აუცილებლად უნდა გააკეთოთ.  იმიტომ რომ ადვილია, გემრიელია, მსუბუქია. პირადად მე ნაყინის დიდი მოყვარული არ ვარ, თუ რაიმე საოცრად გემრიელი არ არის.  წელს მაგალითად მხოლოდ ერთხელ ვჭამე. ჩემი ფავორიტი ხილის სორბეა, მარწყვის, ატმის, ნესვის და სხვა ნებისმიერი ხილის.

sorbe

400 გ მარწყვი, გარჩეული

2 ს.კ ლიმონის წვენი

100 გ შაქარი

100 მლ წყალი

4 ფოთოლი პიტნა

მარწყვი ვაქციოთ პიურედ ბლენდერში. დავამატოთ ლიმონის წვენი.

წყალი და შაქარი წამოვადუღოთ. ამ სიროფში ჩავდოთ პიტნის ფოთლები და 2 წთ ვადუღოთ, შემდეგ ამოვიღოთ და არომატიზებული სიროფი დავასხათ მარწყვის პიურეს.

კარგად ავურიოთ, ჩავასხათ შესაბამის ჭურჭელში და საყინულეში ჩავდგათ.

პერიოდულად ამოვურიოთ.

წესით, სორბე სპეცილურ სანაყინეში, სორბეტიერში მზადდება, რომელიც გაყინვასთან ერთად ურევს ამ მასას და დაკრისტალების საშუალებას არ აძლევს. თუ ასეთი რამ არ გვაქვს, გაყინული სორბე 10-20 წუთით დავტოვოთ ოთახის ტემპერატურაზე, გადავიტანოთ  სამზარეულოს კომბაინში ან ჩოფერში და დავატრიალოთ რამდენჯერმე, შემდეგ კი ნაყინივით ბურთებად ამოღებული შესაბამისი ჭურჭლით მივიტანოთ სუფრასთან. თუ არც ამაზე მიგვიწვდება ხელი, ჩანგლით დავშალოთ და დავამუშავოთ მირთმევამდე, უფრო ერთგვაროვანი რომ იყოს

sorbet

 

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

7 thoughts on “მარწყვის სორბე

  1. სპეციალური სანაყინე, სორბეტიერი sad sheidzleba shevidzino nino?. nino minda gitxra rom dzalian magrad gamoiyurebi,ulamazesi xar.. <3

    1. თბილისში არ ვიცი ზუსტად, ტექნიკის მაღაზიებში უნდა მოიკითხოთ, ისე ამაზონიდანაც შეიძლება გამოწერა, თუ გაწყობთ ფასი. კომპლიმენტისთვის კი დიდი მადლობა :)

  2. ნინო, ყველი ბრინზა და ბრი სად იყიდება თბილისში ?. ასევე ფილადელფია,კრემ-ჩიზი,რიკოტა,მდნარი ყველი სად იყიდება?. ასევე მაიორანი სად იყიდება?,სუნელია ხო?… მადლობა.

    1. კარფურში მინახავს ეგ ყველაფერი :) მაიორანი კი სუნელია, ხმელი იყიდება ჩვენთან,ნედლი არა. სადაც სუნელებს ყიდიან, ყველგან შეგიძლიათ მოიკითხოთ

Leave a Reply

Top