თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > შოკოლადიანი “მანის” ფაფა – უჩვეულო ვერსია :)

შოკოლადიანი “მანის” ფაფა – უჩვეულო ვერსია :)

ერთი შეხედვით ვერც კი მიხვდებით, რომ ეს ჩვეულებრივი “მანის” ფაფაა :) თუმცა ჩვეულებრივი სულაც არ არის – არაჩვეულებრივია.  გნებავთ დილით საუზმეზე მიირთვით ფაფის რანგში, გნებავთ სტუმრებს მიართვით დესერტად – დამიჯერეთ, ვერც მიხვდებიან რა არის, მიუხედავად იმისა, რომ “რაღაც ეცნობათ”…

manis deserti

მეც სწორედ ასე დამემართა, როცა პირველად ვნახე  ჩემს უსაყვარლეს ბიცოლასთან სტუმრად მისულმა.  რაღაც რძიანი რომ იყო, მაშინვე მივხვდი – რძეს გამძაფრებულად აღვიქვამ და ვგრძნობ, ცომეულის გარდა ყველაფერში.

თუ “მანის” ფაფასთან კარგი დამოკიდებულება გაქვთ, რატომაც არ უნდა სცადოთ? ბავშვებსაც მოეწონებათ.

მაშ ასე, დავიწყოთ:

  • 500 მლ რძე
  • 2 ს.კ კაკაო
  • 2-3 ს.კ შაქარი
  • 3 ს.კ მანანის ბურღული (“მანი”
  • მწიკვი მარილი
  • ხილი და შოკოლადი მოსართავად

რძე მივიყვანოთ ადუღებამდე,  ჩავყაროთ კაკაო და შაქარი, კარგად გავხსნათ, შემდეგ დავამატოთ  ბურღული და  კვლავ კარგად მოვურიოთ რომ კოშტები არ დარჩეს. დავამატოთ მარილიც. ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე რამდენიმე წუთი, ისევე როგორც ჩვეულებრივად, ფაფის მომზადებისას. პერიოდულად ვურიოთ. შესქელებული ფაფა ბლენდერით ავთქვიფოთ, რათა ერთგვაროვანი მასა მივიღოთ.  გავანაწილოთ ჭიქებში და შევდოთ მაცივარში გასაციებლად.

კარგად გაციების შემდეგ, როდესაც დესერტი გამაგრდება, მოვრთოთ თეთრი, შავი ან რძიანი შოკოლადით, ხილით და მივიტანოთ სუფრასთან.

სულ ეს არის, გემრიელად მიირთვით !

 

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top