თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > მალახტო – მწვანე ლობიო აჭარულად

მალახტო – მწვანე ლობიო აჭარულად

IMG_3259 copy

რამდენიმე დღის წინ რატატუი აჭარის მაღალმთიანეთს ეწვია, რასაკვირველია ადგილობრივი კერძების გაცნობისა და დაგემოვნების მიზნით.  აჭარული სამზარეულო, მთის მკაცრი კლიმატის გამო, ცომეული და მაღალკალორიული, ცხიმის დიდი დოზით შემცველი საჭმელებით გამოირჩევა. რეცეპტი, რომელიც ახლა გვინდა  გაგაცნოთ, ერთგვარი გამონაკლისია. მსუბუქია, უჩვეულო  და სასიამოვნო გემოთი გამოირჩევა.

დაგჭირდებათ:

  • ნედლი მწვანე ლობიო, რაც უფრო ქორფა, მით უკეთესი 1კგ
  • ცოცხალი მწვანე ქინძი  – ერთი თავი
  • ნიგოზი  – 1 ჩაის ჭიქა
  • პრასი 2-3 ძირი, გვაქვს ;)
  • რეჰანი ან შაშკვლავი – 1 კონა, მხოლოდ ფოთლები
  • 2-3 კბილი ნიორი
  • მარილი, მწვანე წიწაკა, გემოვნებით

IMG_3245 copy

მწვანე ლობიო მოვხარშოთ, გადავწუროთ წყალი, მაგრამ სულ არა, დავტოვოთ ცოტა. მანამდე პრასი, მწვანილი, ნიგოზი და ნიორი დავაბლენდეროთ, ან ხელით დავნაყოთ როდინში, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გადავურიოთ მიღებული სოუსი და ლობიო, შევკმაზოთ მარილით და წიწაკით და მივირთვათ ცხლად, თუმცა ცივიც გემრიელია. სასურველია ხის ჯამებით, რომლებიც ფართოდ გამოიყენება აჭარაში და ერთგვარ გემოსაც სძენს კერძებს, გარდა იმისა რომ ეკოლოგიურად უსაფრთხოა.  რეცეპტი სამარხვოა, არ საჭიროებს დამატებით ცხიმს, ასე რომ, დიეტურიც კი შეიძლება ეწოდოს.

რეცეპტი ჩაგვაწერინა ქალბატონმა მანანა ბერიძემ, ქედის რაიონიდან. სამწუხაროდ ფოტოს გადაღებაზე არ დაგვთანხმდა, მაგრამ გარწმუნებთ, ლობიო ძალიან გემრიელი იყო :) სამაგიეროდ გადავუღეთ მის კარმიდამოს, რომელსაც შეგიძლიათ ექსტუმროთ ქედაში <3

IMG_3212 copy

კომენტარები

კომენტარი

Leave a Reply

Top