ინტელიტენგი ანუ Magic Cake | რატატუი
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > 2+ სთ > ნამცხვარი ინტელიგენტი, ანუ Magic Cake

ნამცხვარი ინტელიგენტი, ანუ Magic Cake

ამ ნამცხვარს British Magic Cake სახელითაც იცნობენ და რუმინული მაგიური ნამცხვრის სახელითაც. რთული არ არის, ძალიან გემრიელია და ლამაზი.

Intelligent-cake-maria-ma2

დაგვჭირდება:

  • 4 კვერცხი
  • 500 მლ თბილი რძე
  • 125 გამდნარი ნელთბილი კარაქი
  • 180 გ შაქარი
  • 100 გრ.ფქვილი
  • 2 ჩ.კ ხსნადი ყავა
  • 3 ჩ.კ Baileys ლიქიორი
  • 25 გრ კაკაო
  • მარილი

მომზადება:

(1) კვერცხის  გულები ავთქვიფოთ შაქართან ერთად გათეთრებამდე. ნელელა დავუმატოთ გამდნარი კარაქი. შედეგ ფქვილი.

(2) თბილ რძეში გავხსნატ ყავა, კაკაო, ბეილისი.

(3) ეს მასა დავამატოთ პირველ მასას, სანამ ერთგვაროვან მასას არ მივიღებთ.

(4) ცალკე ჭურჭელში ავთქვიფოთ ცილები მარილთან ერთად გათეთრებამდე. შოკოლადის მასას ვუმატებთ ნელნელა ცილებს. ვურევთ ხელით. მიქსერით არავითარ შემთხვევაში! ;))

(5) ვასხამთ ღრმა ჭურჭელში , რომელიც იქნება ცხიმიანი და ფქვილმოყრილი…
წინასწარ გახურებულ ღუმელში 180 გრადუსზე ცხვება 10 წუთი, შემდეგ 160 ზე 40 წუთი.. გავაცივოთ მთლიანად და მივირთვათ.

სულ ეს არის :)

intelligent_cake_maria-ma1

ავტორი: მარიამი

კომენტარები

კომენტარი

One thought on “ნამცხვარი ინტელიგენტი, ანუ Magic Cake

Leave a Reply

Top