მაფინები ქოქოსის რძით |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > მაფინები ქოქოსის რძით

მაფინები ქოქოსის რძით

დღევანდელი რეცეპტი სიმარტივით გამოირჩევა და  დაახლოებით 40 წუთში მზადდება გამოცხობის ჩათვლით. თუ ქოქოსის რძის არომატი არ გიყვართ, ჩვეულებრივი რძე ან დაბალცხიმიანი ნაღები გამოიყენეთ.  სიმართლე რომ გითხრათ, მაფინებს ქოქოსის რძის მკვეთრი არომატი არ მიჰყვება, ან შესაძლოა მე არ ვიყიდე გამორჩეულად კარგი პროდუქტი… საბოლოოდ, მაფინები მაინც მშვენიერი გამოვიდა,  ფუმფულა, რბილი და გემრიელი.

muffin-coconut

 

  • 120 გ შაქარი
  • 60 გ კარაქი
  • 2 კვერცხი
  • ვანილი
  • 1 ჩ.კ სოდა (ძალიან სავსე არა)
  • ვანილი
  • 170 მლ ქოქოსის რძე
  • 250 გ ფქვილი
  • ნუშის ფანტელები

ავთქვიფოთ შაქარი და კვერცხი, შემდეგ შევათქვიფოთ კარგად დარბილებული კარაქი. დავამატოთ ქოქოსის რძე, ვანილი და კარგად ავურიოთ. ბოლოს დავამატოთ გაცრილი ფქვილი და სოდა.

ცომს ასევე შეგვიძლია დავამატოთ ½ ჭიქა ქოქოსის ბურბუშელა ან ლიმონის ცედრა, უფრო მეტად გამოკვეთილი გემოსთვის.

ცომი გავანაწილოთ ცხიმწასმულ ფორმებში (სილიკონის ფორმებს ცხიმის წასმა არ უნდა) და  თავზე მოვაყაროთ დათლილი ნუში.

გამოვაცხოთ დაახლოებით 20-25 წუთი 180 გრადუსზე

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top