თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > დიეტური > ღვიძლის სალათი

ღვიძლის სალათი

უკვე 1 კვირაა ვიცავ კვების რეჟიმს და ყურადღებას ვაქცევ ჩემს რაციონს, ანუ დღის განმავლობაში მსუბუქად და რამდენჯერმე ვიკვებები (თურმე შესაძლებელი ყოფილა, მიუხედავად დაძაბული სამუშაო გრაფიკისა). დღევანდელ მენიუში გულ-ღვიძლის სალათი მაქვს, რომელსაც თქვენც გიზიარებთ. :)

მოვხარშოთ გულ–ღვიძლი და სტაფილო (ცალცალკე) და დავჭრათ სასურველი ფორმის და ზომის ნაჭრებად.მოვაყაროთ დაჭრილი ოხრახუში, რეჰანი და ბულგარული წიწაკა. მარილი/პილპილი გემოვნებით.

რა გამოვიყენე:
300-400 გრ საქონლის გულ-ღვიძლი
50 გრ – ოხრახუში, რეჰანი
1 ც – ბულგარული წიწაკა (ფერი გემოვნებით)
1 ც – დიდი სტაფილო
1 ჩ/კ – ზეთისხილის ზეთი

 

ფოტო (c) Foodie from Georgia

კომენტარები

კომენტარი

Tamara Mirianashvili
თამარა არის Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, პროფესიონალი ფოტოგრაფი, მთარგმნელი (ინგლისური ენის სპეციალისტი) და ბლოგერი.
http://odelia.ge

3 thoughts on “ღვიძლის სალათი

Leave a Reply

Top