საოცრად არომატული კექსი მანანის ბურღულით და ლიმონით |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > 1-2 სთ > საოცრად არომატული კექსი მანანის ბურღულით და ლიმონით

საოცრად არომატული კექსი მანანის ბურღულით და ლიმონით

ამ კექსის ისტორია ცოტა უცნაურად დაიწყო:  რამე გემრიელის გამოცხობა მინდოდა და მარაგებს რომ გადავხედე ვნახე ფქვილი გამთავებოდა, ძირშიღა ეყარა ცოტაოდენი.  დამეზარა მაღაზიაში წასვლა. არა და ფქვილის გარეშე როგორ უნდა გამომეცხო?  ალტერნატიულ ვარიანტებად შვრია, სიმინდის ფქვილი, მანანის ბურღული (იგივე მანი) და ნორდიკის ბურღულეულის მიქსი მრჩებოდა. სხვათა შორის, ადრეც შემხვედრია რეცეპტები, სადაც მანანის ბურღულს იყენებენ ცომეულში, თუნდაც სირნიკებში და ძალიან გემრიელიც არის.  გარდა ამისა, ადრე შემომხვდა კიდეც რეცეპტი მსგავსი კომბინაციით და ამიტომ  მარტივად გადავწყვიტე ეს პრობლემა და იმ ცოტაოდენ ფქვილთან ერთად ჩემს კექსს სწორედ მანი დავამატე.

თამამად გეტყვით, გაამართლა!

lemoncake

  • 2 კვერცხი
  • 200 გ კეფირი
  • 80 მლ ზეთი
  • ვანილი
  • მარილი
  • 1 დიდი ლიმონის ცედრა
  • 2/3 ჩ.კ სოდა
  • 150 გ მანანის ბურღული
  • 100 გ ფქვილი
  • 150 გ შაქარი
  • დაჭრილი თხილი ზემოდან მოსაყრელად (აუცილებელი არ არის)

 

ავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი. დავამატოთ კეფირი, ზეთი, ცედრა. შემდეგ დავამატოთ მანანის ბურღული, სოდა, ფქვილი, ვანილი  და მარილი. სურვილის შემთხვევაში შეგვიძლია დავამატოთ ქიშმიშიც.

კექსის ფორმას ჩავაფინოთ საცხობი ქაღალდი და ჩავასხათ ცომი. მოვაყაროთ ზემოდან თხილი და გამოვაცხოთ 170 გრადუსზე.

გამომცხვარ კექსს მოვაყაროთ შაქრის პუდრა და ბოლომდე გავაციოთ. ლიმონის კრემთან ერთად არის ფანტასტიური! ცოტაოდენი კრემი მქონდა შემორჩენილი, რომელიც ამ რეცეპტის მიხედვით მოვამზადე

 _DSC0041

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top