თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ტკბილეული > ლიმონის მარმელადი

ლიმონის მარმელადი

ეს მარმელადი (თუ მურაბა) პირველად ჩემმა ახლობელმა გააკეთა და ძალიან მიქო. იდეამ მომხიბლა და გადავწყვიტე გამეკეთებინა. ადრე ფორთოხლის მარმელადი გავაკეთე და საოცრად მომეწონა, ვიფიქრე, რომ ესეც საინტერესო იქნებოდა. თუ თქვენც გადაწყვეტთ სცადოთ,მოიმარაგეთ

1 კგ ლიმონი
1,200 კგ შაქარი
400-450მლ  წყალი
ვანილი

ლიმონი მეტ-ნაკლებად მოტკბო ჯიშის უნდა იყოს, საქართველოში ასეთი ბერძნული (თუ თურქული) ლიმონია, ნაკლებად მჟავეა ვიდრე ქართული.

ლიმონი კარგად გარეცხეთ, გირჩევთ რამდენიმე საათი წყალში დატოვოთ მთლიანი ლიმონები. დამტკიცებულია, რომ რამდენიმე საათით ხილ-ბოსტნეულის წყალში დატოვებით,მათში მათ კანში არსებული მავნე ნივთიერებების რაოდენობა კლებულობს, ჩვენ კი ლიმონი სწორედ კანიანად გვჭირდება.

 შაქარი და წყალი ქვაბში მოათავსეთ და წამოადუღეთ. პარალელურად, გამშრალებული ლიმონი რგოლებად დაჭერით. ჩაყარეთ  წამოდუღებულ სიროფში.

თუ საჭიროა ქაფი მოხადეთ დუღილის დროს. ადუღეთ დაახლოებით 15 წუთი დაბალ ცეცხლზე, გამორთეთ და გააციეთ.

გაციებული მასა ისევ ხელახლა უნდა წამოადუღოთ კიდევ 5-10 წთ. ამ დროის შემდეგ მე ლიმონის ნაჭრები ქაფქირით ამოვიღე ცალკე, დარჩენილი  სეროფის დუღილი კი გავაგრძელე. მზაობას რომ მიხვდეთ, დააკვირდით მის ფერსა და კონსისტენციას, უნდა გახდეს მუქი ოქროსფერი, თითქოს კარამელის ფერიც კი და არა ყვითელი, როგორც ტავიდან იყო, თუმცა ძალიან დიდ ხანს ნუ ადუღებთ, მეტისმეტად გამუქდება. დრო და დრო კოვზით ამოიღეთ სეროფი და დააწვეთეთ თეფშზე, გაციების შემდეგ თუ სითხე ბლანტია და ადვილად არ იღვრება, ესე იგი მზადაა.

ჩააბრუნეთ ლიმონის ნაჭრები სეროფში, დაამატეთ ვანილიც, კარგად ამოურიეთ, წამოადუღეთ და  ცხელი გადაიტანეთ ქილებში. მჭიდროდ დაახურეთ თავსახური და გააციეთ.

ახლა კი ჩემს პირად შთაბეჭდილებებს გაგიზიარებთ :) მარმელადი საკმაოდ არომატულია, ჟელესებური კონსისტენციით, ოქროსფერი, მზიანი :)  ძალიან უხდება ჩაის, კარაქიან ტოსტებს, ფუნთუშებს.

 თუმცა, რადგან კანიანია, ცოტა სიმძაფრე და ოდნავ მომწარო გემო დაჰყვება,  ლეღვის მურაბასავით ადვილად ვერ შეჭამთ ცარიელს :) ან იქნებ მოგეწონოთ კიდეც ეს სიმძაფრე, ვინ იცის, ყველაფერი ხომ გემოვნებაზეა დამოკიდებული :)  ცალკე საჭმელად, ფორთოხლის მარმელადს ვარჩევდი პირადად მე, თუმცა, როგორც უკვე გითხარით, ჩაიში არაჩვეულებრივია :) რეკომენდაციას ვუწევ, მოამზადეთ და ისიამოვნეთ :)

კომენტარები

კომენტარი

9 thoughts on “ლიმონის მარმელადი

  1. umartivesi gasaketebelia da tanac ugemrielesi iqneba darcmunebuli var, me ki rogorc limonis uzomo moyvaruls agprtovanebashi momiyvana jer suratebma da gasinjvis mere albat mtlad marmeladivid gavxdebi :))) madloba nino aseti saintereso receptisatvis!

  2. ძალიან მიყვარს ლიმონი, მაგრამ ცოტა სიმწარე რომ დაჰყვება, შემეშინდა :) ჩემს სახლში მწარეები დიდად არ გვიყვარს.ნინო, ფორთოხლისაც ასევე მზადდება?

  3. მათი კანი+ 1 ფორთოხლის კანი> es shecdomaa tu ratomaa orjer gameorebuli receptshi nino?

  4. nino kidev erti kitxva maqvs :) შაქარს დაამატეთ წყალი და შემოდგით ცეცხლზე,rom giceria receptshi es xom igive siropia? anu unda gavaketot siropi da piriqit ar unda rom cyali rom adugdeba mere unda vamatot nelnela shaqari? (ragaca davibeni:)

  5. მათი კანი+ 1 ფორთოხლის კანი- ანუ მაგ ფორთოხლებს + კიდევ ერთი ფორთოხლის კანიმეორე კითხვას რაც შეეხება სიროფია იგივე, შენ თუ გინდა ნელ-ნელა დაამატე, მე ერთად ვადუღებ ხოლმე, მაგას არა აქვს მნიშვნელობა :)

Leave a Reply

Top