თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > სასმელი (ალკოჰოლური/უალკოჰოლო) > ლიმონათი რეჰანით და მარწყვით

ლიმონათი რეჰანით და მარწყვით

ჩემი ბოლოდროინდელი გატაცება უალკოჰოლო გამაგრილებელი კოქტეილები და ლიმონათებია. რადგან ჯერ სხვა ხილის დიდი არჩევანი არ გვაქვს,  მარწყვი იქცა ჩემი ექსპერიმენტების ობიექტად…   მარწყვის ლიმონათი პიტნითა და ლიმონით, რომლის შესახებაც ამ პოსტში ვწერდი, რამდენჯერმე  უკვე გავაკეთე. ჩემს რეცეპტების სკივრს რომ ჩავხედე, თვალში რეჰანის სასმელი მომხვდა, რომელიც ოდესღაც შემომინახია რომელიღაც ბლოგიდან.  საერთოდ, კულინარიული ბლოგების კითხვა ჩემი საყვარელი საქმეა. უამრავი მაქვს შენახული ჩემს ”ბუქმარკებში” და ისე ხშირად ვათვალიერებ, უკვე ფოტოებსაც კი ვცნობ, სტილის მიხედვით :).

ბევრი რომ არ გავაგრძელო, შემონახულ რეცეპტს რაღაც მოვაკელი, რაღაც მივამატე და რაც გამოვიდა , თქვენს წინაშე ვამზეურებ:)

1 კონა რეჰანი (ჩვენებური, წითელი) 7-8 ტოტი

1 ჩაის ჭ მარწყვი

100 გ შაქარი

1 ლიმონი

1.5 ლ წყალი

რეჰანი კარგად გარეცხეთ, რომ მიწის ნამცეცები არ შეჰყვეს, ძირები  (და არა მთელი ღერო) მოაჭერით. მსხვილად დაჭრით და შაქართან   ასრისეთ მსუბუქად. მე ეს პროცედურა ქვაბში ჩავატარე. დააყარეთ დაჭრილი მარწყვი (თუ მარწყვი მსხვილია) , დააწურეთ 1 ლიმონის წვენი და დაასხით მდუღარე წყალი. კარგად მოურიეთ რომ შაქარი გაიხსნას. თავზე დააფარეთ და გააგრილეთ, შემდეგ კი მაცივარში ჩააციეთ.

სუფრაზე მიიტანეთ უკვე გადაწურული, გნებავთ ყინულით, გნებავთ მის გარეშე. სილამაზისთვის შეგიძლიათ მარწყვის ან ლიმონის  ნაჭერი და  რეჰანის ფოთოლი ჩაამატოთ ჭურჭელში.

კომენტარები

კომენტარი

One thought on “ლიმონათი რეჰანით და მარწყვით

  1. sheni ar iyos nino mec uzomod miyvars kulinariul blogebze zromiali :P da mec imdeni ram maqvs shenaxuli neta rodis movascreb yvela matganis gaketebas :)))

    p.s. rac sheexeba sasmels(amit unda damecyo:)))) vcdi aucileblad,zalian saintereso da martiviaaa:P

Leave a Reply

Top