ფეტუჩინი "კრაკოვით" |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > ფეტუჩინი “კრაკოვით”

ფეტუჩინი “კრაკოვით”

როდესაც ბევრი დრო არ გაქვთ და საშუალო სიმძიმით გშიათ, მარტივი კერძების დროა, ზედმეტი ფილოსოფიის და მთელი დღე სამზარეულოში ტრიალის გარეშე. პასტისგან მომზადებული კერძების დიდი უმრავლესობა კი, სწორედ ასეთ კატეგორიას მიეკუთვნება. სპაგეტი, ფეტუჩინი, ფარფალე და სხვა სახეობები,  არ არის რთული საშოვნელი, ადგილობრივ მაღაზიებში უკვე საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანია, აღარ არის ისე, რომ მხოლოდ ერთი-ორი სახეობის პასტა იყიდებოდა და ყველაფერს კრებსითად მაკარონს ვეძახდით. ადგილობრივად წარმოებულ ხორც-პროდუქტებში, ძეხვეულშიც მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით წინ, განვითარდა ტექნოლოგიები, გაიზარდა მოთხოვნა ხარისხზე, დაიხვეწა და დაწკრიალდა საწარმოები, გვთავაზობენ რა, ერთმანეთზე უკეთეს პროდუქციას. პროცესები გამჭვირვალეა, კარი კი ღია მედიის წარმომადგენლებისთვის.

ასე მოვხვდით, მედიის წარმომადგენლები ლიდერფუდისარბექიუ ფართიზე, დავათვალიერეთ საწარმოს კუთხე-კუნჭული და დავაგემოვნეთ პროდუქცია. შინ საჩუქრად წამოღებული ძეხვეულიდან კი, მორიგი კერძისთვის „კრაკოვი“ შევარჩიე.

მასალად დაგჭირდებათ:

1 შეკვრა ფეტუჩინი (ასევე შეგიძლიათ სპაგეტი ან სხვა სახეობა)

ნახევარი „კრაკოვი“

4-5 ცალი პომიდორი

2-3 კბილი ნიორი

2 ს/კ ზეთი

1 თავი ხახვი

ხმელი რეჰანი

ნახევარი ჩაის კოვზი მარილი (მოხარშვისთვის)

მომზადების წესი 

პირველ რიგში, მოხარშვის ზოგადი წესის მიხედვით, ოდნავ მარილიან წყალში მოხარშეთ ფეტუჩინი,  პარალელურად კი, ხახვი და ნიორი წვრილად დაჭერით, ზეთში 1-2 წუთით შუშეთ, შემდეგ დაუმატეთ წვრილად დაჭრილი პომიდორი, დაბალ ტემპერატურაზე გააგრძელეთ მოშუშვა, 3-5 წუთით, დაუმატეთ ხმელი რეჰანი და სასურველ ფორმებად დაჭრილი „კრაკოვი“; ფეტუჩინის ერთ შეკვრაზე, ნახევარი “კრაკოვი” საკმარისია, რადგან საკმაოდ ცხიმიანი და ნოყიერია.

და ბოლოს, ორი ვარიანტი გაქვთ, ან ეს მასა მთლიანად შეურიოთ მოხარშულ ფეტუჩინის ან ცალკე თეფშზე გადმოიღოთ და უბრალოდ ზემოდან მოასხათ, გემოვნებით. გაამოთ <3

გამოყენებულია  ოდელია სტუდიოს ფოტოები

კომენტარები

კომენტარი

Tamara Mirianashvili
თამარა არის Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, პროფესიონალი ფოტოგრაფი, მთარგმნელი (ინგლისური ენის სპეციალისტი) და ბლოგერი.
http://odelia.ge

Leave a Reply

Top