ლიმონის ჩიზქეიქი – ყველაზე არომატული ჩიზქეიქთა შორის |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > ლიმონის ჩიზქეიქი – ყველაზე არომატული ჩიზქეიქთა შორის

ლიმონის ჩიზქეიქი – ყველაზე არომატული ჩიზქეიქთა შორის

ჩიზქეიქების სამშობლოდან ამ შესანიშნავი დესერტის არომატული და მარტივი ვერსია უნდა გაგიზიაროთ. საქართველოში ქრიმ-ჩიზის სიძვირის გამო მას ხშირად ამზადებენ ხაჭოთი და არაჟნით, რაც ნამდვილად განსხვავდება ორიგინალური ვერსიისგან. ქრიმ-ჩიზით მომზადებულ ჩიზქეიქს ნაზი, სუფლესმაგვარი, კრემოვანი კონსისტენცია აქვს. თუ “ფილადელფიას” ვერ იშოვით, მისი მსგავსი შედარებით იაფი ანალოგების გამოყენება შეიძლება.

lemon-cheesecake

ჩიზქეიქის მომზადება მხოლოდ 20-30 წუთს წაგართმევთ, მით უფრო მარტივია, თუ სადგამიანი მიქსერი გაქვთ.

  • 200 გ ტკბილი კრეკერები (graham crackers)  ან მაღაზიაში ნაყიდი ფხვიერი ხრაშუნა ნამცხვარი
  • 80 გ გამდნარი კარაქი
  • 400 გ კრემ-ყველი ფილადელფია ან სხვა რომელიმე, მისი მსგავსი
  • 100 გ შაქარი (ნაკლებიც შეიძლება)
  • 1 დიდი ლიმონის ცედრა და წვენი
  • 2 ჩ.კ ვანილის ექსტრაქტი ან პასტა
  • 3 ს.კ არაჟანი
  • 2 კვერცხი

მიქსერის თასში მოათავსეთ ოთახის ტემპერატურის ქრიმჩიზი, კვერცხი, ვანილი, ლიმონის ცედრა და წვენი, არაჟანი და შაქარი. ეს ყველაფერი ათქვიფეთ სანამ ფაფაუკი კრემის კონსისტენციას არ მიიღებს.

კრეკერები ჩაყარეთ პლასტიკის პაკეტში და ცომის საბრტყელებლით ან ბოთლით გადაუარეთ რამდენჯერმე, სანამ კარგად არ დაიფხვნება. შეგიძლიათ ბლენდერშიც დაფქვათ. დაამატეთ გამდნარი კარაქი და  კარგად აურიეთ. მე უფრო მარტივი გზა ვიპოვე – პირდაპირ ფუდ-პროცესორის თასში ვყრი დარბილებულ კარაქთან ერთად და კარგად ვაქუცმაცებ, შემდეგ კი ფორმაში გადამაქვს და ხელით ან ჭიქის დახმარებით ვტკეპნი.

ჩატკეპნეთ 22 სმ დიამეტრის გვერდებმოსახსნელი ფორმის ძირში. ზემოდან დაასხით კრემი.

გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 30-35 წუთი. ზემოდან უნდა იყოს შემშრალი და შემაგრებული, მაგრამ ფორმას რომ გაარყევთ, უნდა თიმთიმებდეს (ძალიან სასაცილო სიტყვა კია – თიმთიმი :D). გამოიღეთ და ფორმაშივე გააცივეთ. შემდეგ მაცივარში შეინახეთ რამდენიმე საათი ან მეორე დილამდე (თუ საღამოს აცხობთ).

დილით გვერდებზე დანა შემოუტარეთ, ამოიღეთ და მოამზადეთ სერვირებისთვის: გნებავთ ხილით მორთეთ, გნებავთ მურაბა ან ხილის სოუსი მოასხით, გნებავთ შოკოლადით გაალამაზეთ.

რა თქმა უნდა , უმჯობესია, თუ ზემოდან ასე შესამჩნევად არ მოებრაწება გვერდები, მაგრამ როცა სახლში ჯეფერსონის დროინდელი ღუმელი გაქვს და მენეჯერი შეცვლას არც აპირებს, რა გაეწყობა? :)

Enjoy :)
lemon-cheesecakesq

 

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

5 thoughts on “ლიმონის ჩიზქეიქი – ყველაზე არომატული ჩიზქეიქთა შორის

  1. მაინტერესებეს გამოცხობისას ე.წ. water bath-ს თუ უკეთებთ ჩიზქეიქს და თქვენი აზრით რამდენად მნიშვნელოვანია?

  2. The Marco real estate market is warm as well as obtaining hotter and also no one recognizes this much better than Coldwell Banker Realtor,
    Donna Kittle, that recently offered the highest-priced Marco Island beachfront condominium taped considering that the economic downturn late in the last years, at $6.45 million.

  3. Absolutely composed content material, thanks for information. “Life is God’s novel. Let him write it.” by Isaac Bashevis Singer.

Leave a Reply

Top