ყველაზე არომატული და გემრიელი ლიმონის კექსი |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > ყველაზე არომატული და გემრიელი ლიმონის კექსი

ყველაზე არომატული და გემრიელი ლიმონის კექსი

ეს ძალიან, ძალიან გემრიელი, არომატით სავსე, ნოტიო და სურნელოვანი კექსია. ჩაისთან უბრალოდ ფანტასტიურია, მერწმუნეთ! პირველად ცოცხალი მოცვით გამოვაცხე, რომელიც წინა დღეს იაფად შემომხვდა ბაზარში და ხელს გამოვაყოლე.  ძალიან მოუხდა მოცვი და ლიმონი ერთმანეთს. თუ გაყინული მოცვი გაქვთ შემონახული, სწორედ დროა დამოიყენოთ :)

რამდენიმე დღეში კიდევ გადავწყვიტე გამოცხობა, მაგრამ რადგან მოცვი ამჯერად ძვირი ღირდა (4-5 $ 170 გრამი) , გადავწყვიტე ქიშმიში და შტოშის ჩირი გამომეყენებინა. შედეგი კვლავ არაჩვეულებრივი იყო.

lemon cake1

 

  • 3 კვერცხი
  • 200 გ შაქარი
  • 370 გ ფქვილი
  • 1 დიდი ლიმონი
  • 1 ჩ.კ სოდა
  • ½ ჩ.კ მარილი
  • 110 გ კარაქი
  • 120 გ კეფირი
  • 100-120 გ მოცვი (გაყინული) ან ალუბალი, ან ქიშმიში ან საერთოდ არაფერი

კარგად ათქვიფეთ შაქარი და კარაქი. შეათქვიფეთ კვერცხი. დაამატეთ ლიმონის ცედრა (მთლიანად მოახეხეთ), წვენი, სოდა, მარილი და კეფირი. ბოლოს დაამატეთ  ფქვილი. მიღებულ ცომს შეურიეთ ხილი ან ქიშმიში (ეს უკანასკნელი წინასწარ 15 წთ მდუღარეში დაალბეთ და გააშრეთ). გადაიტანეთ ქაღალდჩაფენილ ფორმაში და გამოაცხეთ 180 გრადუსზე დაახლ. 30-40 წუთი.

ძალიან უხდება ლიმონის მინანქარი. ამისთვის 1-2 ს.კ ლიმონის წვენს შეურიეთ დაახლოებით 1 ჭიქა შაქრის პუდრა, რომ სქელი ბლანტი მასა მიიღოთ და მოასხით გაგრილებულ ნამცხვარს ზემოდან.

ესეც ქიშმიშიანი ვერსია

lemon cake

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

One thought on “ყველაზე არომატული და გემრიელი ლიმონის კექსი

  1. ალუბლით გავაკეთე და უგემრიელესი გამოვიდა… <3

Leave a Reply

Top