ლაზანია |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > 1-2 სთ > ლაზანია

ლაზანია

დღეს იტალიური ლაზანიას რეცეპტს გთავაზობთ. ხშირად გვეკითხებიან ფეისბუქის გვერდზე ამ კერძის რეცეპტს. ბოლოს და ბოლოს  გავაკეთეთ და აი შედეგიც.

_DSC001711

 

საშუალო ზომის ფორმისთვის

 

ლაზანიას მზა ფირფიტები, 200 გ

სოუსი ბოლონეზე:

500 გ  საქონლის ფარში

2 პამიდორი

1 თავი ხახვი

2 კბ.ნიორი

1 სტაფილო

მარილი

წიწაკა

დაფნის ფოთოლი

 

ბეშამელის სოუსისთვის

1 თავი ხახვი

50 გ კარაქი

500 გ რძე

1.5 ს.კ ფქვილი

მუსკატის კაკალი გემოვნებით

 

50 გ პარმეზანი

200 გ მოცარელა ან მისი მსგავსი რბილი ყველი (შეგვიძლია უმარილო სულგუნითაც ჩავანაცვლოთ, გაჭირვების ჟამს)

ვისაც რძე არ უყვარს, შეუძლია 10 ან 20 %იანი ნაღებით ჩაანაცვლოს, ცოტა წყალში გაზავებულით.

 

ხახვი და სტაფილო მოვშუშოთ ცოტა ცხიმში და დავამატოთ ფარში. მოვშუშოთ საშუალო ცეცხლზე, წყლის დამატების გარეშე.   დავამატოთ დაფნა.  ხორცი რომ წვენს დაიშრობს, დავამატოთ კანგაცლილი, დაჭრილი ან გახეხილი პამიდორი, რამდენიმე წუთი ვადუღოთ და გამოვრთოთ ცეცხლი. დავამატოთ მარილი და პილპილი.

მოვამზადოთ ბეშამელის სოუსი: წვრილად დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ კარაქში. დავამატოთ ფქვილი, სწრაფად მოვურიოთ და დავასხათ რძე. მივიყვანოთ ადუღებამდე, თან ხშირ-ხშირად ვურიოთ. სოუსი ნელ-ნელა შესქელდება, თუმცა ძალიან არ უნდა გავასქელოთ. დავამატოთ მარილი და მუსკატის კაკალი, დაფქული.

_DSC0015

 ლაზანიის ფირფიტები ინსტრუქციის მიხედვით უნდა მოვამზადოთ. უმეტესობა ისეა დამუშავებული, რომ წინასწარ მოხარშვა არ სჭირდება.

ფორმის ძირზე დავასხათ ცოტა ბეშამელი და დავალაგოთ ლაზანიის ფირფიტები, გავანაწილოთ ხორციანი სოუსი, მოვასხათ ბეშამელი და კვლავ ლაზანიის ფირფიტები დავალაგოთ. ასე გავიმეოროთ სანამ ინგრედიენტები დამთავრდება. ზემოდან ლაზანიის ფირფიტებით დავამთავროთ, მოვაყაროთ ჯერ მოცარელა, შემდეგ დავახეხოთ პარმეზანი.

სურვილის შემთხვევაში ყველის ჩაყოლება ფენებს შუაც შეგვიძლია.

თავზე დავაფაროთ ფოლგა და შევდგათ ლაზანია 180-200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 25-30 წუთით (ლაზანიის ფირფიტებს შეფუთვაზე ყოველთვის აწერია მომზადების დრო) . შემდეგ მოვაძროთ ფოლგა და ზედაპირი დავუბრაწოთ გრილის საშუალებით.

10-15 წუთის შემდეგ შეგვიძლია დავჭრათ და მივიტანოთ სუფრასთან.

 

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top