თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > Business > Hard Rock Cafe: ლანჩი ამერიკულად [13 ფოტო]

Hard Rock Cafe: ლანჩი ამერიკულად [13 ფოტო]

ჰარდ როკ კაფეს გახსნას თბილისში გვარიანი აჟიოტაჟი მოყვა.

ერთმა – ძვირიაო, მეორემ – სამაგიეროდ რამხელა პორციებიაო, მესამემ – მერე რა ამბავია ამხელა პორციებიო, მეოთხემ – ამერიკაში სულ მანდ დავდიოდი და რა მაგარია ამიერიდან თბილისშიც რომ გვექნებაო..

მოკლედ, სულ რამდენიმე კვირაში ჰარდ როკ კაფემ მოხსნა პოპულარობის ის მწვერვალი, რომელიც ალბათ მხოლოდ H&M ან სტარბაქსის შემოსვლას თუ მოყვებოდა თბილისში.

გახსოვთ ალბათ, ამასწინათ ლანჩმენიუების მიმოხილვები დავაანონსეთ. სტრადას შემდეგ, შემდეგი გაჩერება ლანჩისთვის სწორედ ჰარდ როკ კაფე აღმოჩნდა.

ჰარდროკ კაფე საკმაოდ დიდია იმისთვის, რომ ყველაფერი ერთ მიმოხილვაში ჩაგვეტია. ამიტომ, საღამოს მენიუსა და სიტუაციაზე – სხვა დროს იყოს.

ff_5-copy

ჭორი #1. მართლა ძვირია ლანჩი?

თუ თქვენ ლანჩზე ყოველდღიურად 19 ლარის დახარჯვა ჭკუაში არ გიჯდებათ, ისევე როგორც მე ან ბევრ სხვას, ამ პუნქტს მეორე ჭორზე პასუხის წაკითხვის შემდეგ დაუბრუნდით. კი, ლანჩი აქ 19 ლარია და როგორც მეგობრებმა მითხრეს, სწორედ ამიტომ, შუადღეზე ხალხის სიჭარბე განსაკუთრებით ხელფასების ჩარიცხვის დღეებში იგრძნობა :D

ff_7

ჭორი #2. მართლა ამერიკული პორციებია?

კი, მართლა ამერიკული პორციებია, რაც იმას ნიშნავს, რომ მშიერი ვერ დარჩები, რაც არ უნდა დიდი კუჭი გქონდეს.

ლანჩ-მენიუში მთელი 4 ულუფა შედის:

** დღის წვნიანი

** სტარტერი

** ძირითადი კერძი და

** დესერტი.

და ყველაფერს ამასთან ერთად – სასმელიც, უალკოჰოლო, ცხელი ან ცივი.

ff_4-copy

ჭორი #3. მანდ მხოლოდ ბურგერები აქვთ…

არა. მხოლოდ ბურგერები კი არა, აქ აქვთ უამრავი სხვა რამე. მაგალითად, ძირითად კერძებში შედის 4 რამ და შეგიძლიათ აირჩიოთ აქედან ერთერთი:

** უგემრიელესი პასტა – ალფრედო, რომელიც რატომღაც ნივრიან, ხრაკუნა პურებთან ერთად მოაქვთ. რასაკვირველია შეგიძლია ცალკე ნივრიანი პურები ახრაკუნო და ცალკე მაკარონი მიირთვა.

ff_16-copy

** ასევე ძირითად კერძებშია ქათმის მკერდი – ნაზი ხორცი სოუსთან და შებრაწულ ბოსტნეულთან ერთად. 

ff_20-copy

** ან სწორედ ის, ცნობილი ბურგერი, ხრაშუნა კარტოფილ ფრისა და სოუსებთან ერთად.

burger hard rock cafe tbilisi** ან კიდევ დაკეპილი ხორცის სალათი (ეს ერთადერთია, რომელზეც არ გადავირიე, თუმცა გემოვნებაზე არ დავობენ)

ff_12-copy

ეს ძირითადი კერძებია, თუმცა მანამდე რომ დღის სუპს შემოგთავაზებენ და სტარტერს, ეს ხომ უკვე ვთქვი?

სტარტერიც რამდენიმე სახისაა:

** ნაჩო – სიმინდის ჩიფსები ყველითა და ბოსტნეულით
** ქათმის შებრაწული ჩხირები სოუსით
** ნივრიანი პურები
** უგემრიელესი ნაზი პიურე, ოქროსფერი კარტოფილისგან
** კარტოფილი ფრი

 

ff_9-copy

ff_1-copyff_2-copy

ff_6-copy

ff_3-copy

თუ ამდენ რამეს მოერიე და მერე კიდევ გაქვს კუჭში ადგილი, აუცილებლად, აუცილებლად უნდა გასინჯო აქაური კარამელიზებული ვაშლის ნამცხვარი, ნიგვზით და ნაყინით <3

მართალია ხვდები, რომ სამსახურში მიბრუნებულს კიბეზე ფეხით ასვლა გაგიჭირდება, მაგრამ თან ვერ ელევი, როგორ უნდა დატოვო ასეთი გემრიელობა? :)

ffff_23

მე მგონი ამ ყველაფრის მერე საეჭვო აღარაა, რატომ გამოიწვია ჰარდ როკ კაფეს თბილისში გახსნამ ასეთი აჟიოტაჟი. ამ კაფეს აქვს თავისი ნიშა, რომელშიც ჯერჯერობით კონკურენტი არ ჰყავს.

აი თუ რა ხდება საღამოობით, ამაზე სხვა დროს მოგიყვებით, მუსიკისა და ლაივ-ჩართვის თანხლებით :)

(c) photos: Eka Oniani, Fiqria Goginashvili. Ratatui.Ge

კომენტარები

კომენტარი

Ekateriné O Niani @ Ratatui.Me
ბლოგ რატატუისა და Ratatui Food & Media-ს დამფუძნებელი. იურისტი, პერსონალური, თემატური და კორპორატიული ბლოგინგისა და სოცმედიამარკეტინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. მოყვარული ფოტოგრაფი.
http://katiee.ge

Leave a Reply

Top