თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > 1-2 სთ > ლაჰმაჯუნი – თურქული ფასტ-ფუდი

ლაჰმაჯუნი – თურქული ფასტ-ფუდი

ლაჰმაჯუნი თურქული ფასთ-ფუდია,  ერთგვარი თურქული პიცა.  თუ თურქეთში ყოფილხართ, აბათ გასინჯულიც გექნებათ. მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ჩვეულებრივი საფუვრიანი ცომი. ერთ საშუალო ლაჰმაჯუნს სჭირდება დაახლოებით 130 გ საფუვრიანი ცომი

გულსართი:

  • 300 გ ფარში
  • 2 ცალი დიდი წვნიანი  პამიდორი
  • 1 ხახვი
  • მარილი და პილპილი
  • ოხრახუში
  • 1 კბილი ნიორი
  • შეიძლება დაემატოს ცოტა ტომატის პასტაც

თუ თხლად გადაუსვამთ ცომს, ამ ფარშით გამოდის დაახლოებით 9- 10 საშუალო (20-22 სმ დიამეტრის) ლაჰმაჯუნი. მაგრამ თუ მეტ ფარშს გადაუსვამთ, შესაბამისად უფრო ნაკლები გამოვა.

lahmajuni

დააქუცმაცეთ წვრილად დაჭერით ხახვი, ნიორი, ოხრახუში, პამიდორი(წვენიანად) და შეურიეთ ფარშს. დაამატეთ მარილი და პილპილი. თუ ფარში მშრალია, პომიდვრის წვენი კიდევ დაამატეთ, უკეთესია ცოტა წვნიანი იყოს.

გაღვივებული ცომი დაყავით  საშუალო გუნდებად და აცალეთ ხელახლა ამოფუება.  გააბრტყელეთ ძალიან თხლად, ზემოდან გადაუსვით 1-2 ს.კ  ფარში და გამოაცხეთ მაქსიმუმზე (250 გრ.)  გახურებულ ღუმელში რამდენიმე წუთი.

lahmajun

მზა ლაჰმაჯუნებს მოასხით ლიმონის წვენი, დაამატეთ ცოცხალი ბოსტნეულის სალათა (სალათი, კიტრი, პომიდორი, ხახვი, ყველი) , გადაახვიეთ და მიირთვით. ბოსტნეულის სალათის გარეშე არც ისეთი გემრიელია (ჩემთვის, ყოველ შემთხვევაში).

რაც ზედმეტი მოგრჩებათ, შეინახეთ მაცივარში. ცივი ლაჰმაჯუნები შესაძლოა ცოტა გახმეს, მაგრამ მიკროტალღურში გათბობის შემდეგ კვლავ რბილდება. შეათბეთ, დაამატეთ ბოსტნეული, ლიმონის წვენი, გადაახვიეთ და მიირთვით.

lahma

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me
Top