ყველიანი კროკეტი |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > რძის პროდუქტები > ყველიანი კროკეტი

ყველიანი კროკეტი

როგორც წესი კროკეტს ამზადებენ ხორცეულისგან, ძირითადი ინგრედიენტი თავისთავად კარტოფილია მაგრამ ხან გატარებულ ხორცს, ხან შაშხს ურევენ სურვილისამებრ. მე ყველით გავაკეთე და ცოტა სხვა ფორმა მივეცი არ შევწვი ზეთში ყველა მხრიდან, არამედ ღუმელში გამოვაცხე :)

კარტოფილი კანიანად მოხარშეთ, გაფცქვენით, ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ ყველთან ერთად,დაუმატეთ მაწონი და კვერცხი, კარგად მოზილეთ; შემდეგ ნელ–ნელა მოაფრქვიეთ ფქვილი იმდენი, რომ ცომი საშუალო სირბილის, ფაფუკი გამოვიდეს.
მიღებულ მასას ხის დაფაზე ძეხვის ფორმა მიეცით, დაჭერით პატარა ნაჭრებად (კროკეტებად), ამოავლეთ ორცხობილაში და დაალაგეთ საცხობ ყალიბში, ზემოდან სათითაოდ გადაუსვით ან კვერცხში ათქვეფილი ყველი ან არაჟანი. შედგით გახურებულ ღუმელში და დატოვეთ 15–20 წუთი 200–250 გრადუსზე. (ყურადღებით იყავით ცხობისას ;)

kroketi

ფორმა მივცეთ ფქვილმოყრილ ხის დაფაზე
kartofili

დავაწყოთ კარაქწასმულ ყალიბში

fqvili

ასე აფუვდნენ და მიეხუტნენ ერთმანეთს :)
kvercxi

მიირთვით ცხარე საკმაზთან ერთად :)
kvelianikroketi

რა გამოვიყენე:
500 გ კარტოფილი
150 გ ყველი
3 ს/კ მაწონი
1 კვერცხი
2–3 ს/კ ფქვილი
2 ს/კ ორცხობილა

საკმაზი
არაჟანი – 1 ქილა (საშუალო)
მაიონეზი – 3 ს/კ
წითელი აჯიკა – 1 ჩ/კ
მდოგვი – 0,5 ჩ/კ
წყალი – 1 ს/კ

კომენტარები

კომენტარი

Tamara Mirianashvili
თამარა არის Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, პროფესიონალი ფოტოგრაფი, მთარგმნელი (ინგლისური ენის სპეციალისტი) და ბლოგერი.
http://odelia.ge

7 thoughts on “ყველიანი კროკეტი

  1. ვაიმე როგორ მომშივდა, ძილის წინ :(( თან როგორ მიყვარს კარტოფილი და ყველი :(

  2. დღეს მოვამზადე კროკეტი. ვიჭკვიანე და ცოტა კარაქი დავუმატე რეცეპტს, ვიზარმაცე და ქარტოფილი გატარების ნაცვლად საჭყლეტით გავჭყლიტე, ყველი კი გავხეხე. მიუხედევად იმისა რომ ფქვილი სამ კოვზზე მეტი გავუკეთე, ისეთი მასა მაინც ვერ მივიღე რაც სურათზეა, რასაც კარაქს და ჩემს სიზარმაცეს ვაბრალებ (რომ არ გავატარე). საბოლოო ჯამში მომიწია კოტლეტის ფორმის კროკეტების მომზადება, თანაც ტაფაზე :) ოჯახი ირწმუნება გემრიელიაო, მე უფრო მეტს ველოდი :)

  3. დიახ, კარაქი ცოტა ხელს შეუშლიდა :)) ფქვილი მეტი დაჭირდებოდა, საჭყლეტით კი თუ კარგად არ დაიჭყლიტა ფქვილსაც კარგად ვერ შეიძელს. კროკეტი ზოგადად მიღებულია რომ კიევურ კატლეტს წააგავს. ანუ ავლებ ჯერ კვერცხში შემდეგ საფანელში და ყველა მხრიდან წვავ ტაფაზე. მე აქ ფორმა შევცვალე უბრალოდ და კარაქში შევწვი ღუმელში. :) პ.ს. დარწმუნებული ვარ გემრიელი გამოგივიდოდა :)

Leave a Reply

Top