თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ცომეული > ყველიან-ნივრიანი პურები სეზამის მარცვლებით

ყველიან-ნივრიანი პურები სეზამის მარცვლებით
























ინგრიდიენტები:
> 350-400 გრ ფქვილი
> 2.5 სუფრის კოვზი საფუარი
> 200 გრამი რძე (წყალი)
> 1 ცალი კვერცხი
> 1 სუფრის კოვზი ზეთი
> 70 გრამი მარილიანი ყველი (მაგარი თუ მკვრივი , როგორც ითქმის რა)
> 5-6 კბილი ნიორი
> 1 ჩაის კოვზი მარილი
> 1 მწიკვი შაქარი
> 1 კვერცხის გული
> სეზამის მარცვლები


მომზადების წესი:
რძე + საფუარი + შაქარი = დავდგათ თბილ ადგილას 15 წუთით.
ფქვილი + მარილი + კვერცხი (ოდნავ გათქვეფილი) + ზეთი = გადავურიოთ ერთმანეთს
დავამატოთ გახეხილი ყველი და დაჭყლეტილი ნიორი, დავასხათ საფუარიანი მასა და მოვზილოთ ცომი.

ეს ყველაფერი დავდგათ 60-90 წუთით თბილ ადგილას … გადავაფაროთ პირსახოცი,
გავაკეთოთ სასურველი ფორმის პურები … დავალაგოთ ღუმელის ფორმაზე ….. გადავაფაროთ ნამიანი მარლა და დავტოვოთ მინიმუმ 30 წუთით …. პურები აფუვდება

გადავუსვათ კვერცხის გული + ცოტა რძე (მაწონი, არაჟანი) … მოვაყაროთ სეზამი
ვაცხოთ 180 გრადუსზე 20-30 წუთის მანძილზე …. ბოლოს დავბრაწოთ ზემოდან
სულ ესაა … ვოტ!!

შეგიძლიათ რულეტივით ჩააყოლოთ ვიჩინა

პ.ს. უგემრიელესია სუპებთან და ცხელ სადილებთან!!!

კომენტარები

კომენტარი

Leave a Reply

Top