თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > ბოსტნეული > ყვავილოვანი კომბოსტო ქათმის ფილეთი

ყვავილოვანი კომბოსტო ქათმის ფილეთი

ყვავილოვანი კომბოსტო მდიდარია იოდით, მეც ხშირად ვეტანები ხოლმე და ვცდილობ სხვადასხვანაირად მოვამზადო. ამჯერად მოვამზადე სალათა მაიონეზით.

პირველ რიგში, ყვავილოვანი კომბოსტო (თავისი მწვანე ფოთლებიანად) მოვხარშე მარილწყალში, პარალელურად კი – ქათმის მკერდი და დაჭრილი კარტოფილი;

მოხარშული კომბოსტო გადმოვიღე ლანგარზე და ოდნავ შეგრილების შემდეგ პატარა ზომის ნაჭრებად დავჭერი.

ასევე წვრილად დავჭერი ქათმის მკერდი და კარტოფილი. შემდეგ ეს ყველაფერი მოვათავსე დიდ სასალათეში, მოვაყარე წვრილად დაჭრილი კამა, შავი პილპილი, მარილი და ბოლოს მაიონეზი (სასურველია ქილის).

რა გამოვიყენე
ყვავილოვანი კომბოსტო – 1 პატარა თავი
ქათმის მკერდი – 400 გრ
მოხარშული კარტოფილი – 4 (პატარა თავი)
მაიონეზი – 100–150 გრ
კამა – 50 გრ
მარილი/პილპილი გემოვნებით

კომენტარები

კომენტარი

2 thoughts on “ყვავილოვანი კომბოსტო ქათმის ფილეთი

Leave a Reply

Top