თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > ჩაშუშული კომბოსტო კუპატებით

ჩაშუშული კომბოსტო კუპატებით

კუპატები ჩაშუშული კომბოსტოთი ცოტა გერმანული ელფერის მქონე კერძია. ადვილად მზადდება, ნოყიერია და გემრიელი.

kupat

500 გ ღორის კუპატი

½ თავი კომბოსტო

1-2 თავი ხახვი

2 კბ ნიორი

1-2 ს.კ ტომატის პასტა, გახსნილი ცოტა წყალში

ძირა

მარილი

პილპილი

ოხრახუში

დაფნა

 

კუპატი რამოდენიმეგან დავჩხვლიტოთ ჩანგლით და მაღალ ცეცხლზე დავბრაწოთ ტაფაში.

თხლად დავკეპოთ კომბოსტო, დავჭრათ ხახვი.

ტაფაში კუპატთან ჩავამატოთ ხახვი, რომ მოიშუშება, შემდეგ კომბოსტო და დაფნა. პერიოდულად ამოვურიოთ.

რამდენიმე წუთში, როცა კომბოსტო ჩაითუთქება, დავამატოთ წყალში გახსნილი ტომატ-პასტა და დაბალ ცეცხლზე გავაგრძელოთ შუშვა.

დავამატოთ ძირა გემოვნებით. ბოლოს, მზა კერძს დავამატოთ მარილი, პილპილი და დაჭრილი ოხრახუში.

გემრიელად მიირთვით :)

 

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

Leave a Reply

Top