კრევეტების სალათა |
თქვენ ხართ ახლა აქ;
თავფურცელი > <1 სთ > კრევეტების სალათა

კრევეტების სალათა

დღეს ჩემი საყვარელი კრევეტების ახალი, ორიგინალური რეცეპტი უნდა შემოგთავაზოთ სახლში მომზადებული მაიონეზით, კაპერსით, ფორთოხლით და კამით. ხომ ძალიან უჩვეულოდ და შეუსაბამოდ ჟღერს? გამოგიტყდებით თავიდან მეც ასე ვიფიქრე. ეს რეცეპტი ერთმა აქაურმა ნაცნობმა გამომიგზავნა. თავიდან ცხვირი ავიბზუე, მაიონეზით როგორ გავაფუჭებდი კრევეტებს? სჯობდა ღვინით, ნივრით და ოხრახუშით მომემზადებინა! მაგრამ კულინარიაში ყველაზე საინტერესო ხომ ექსპერიმენტებია და მეც ვცადე.

პირველ რიგში, მაიონეზი სახლში მოვამზადე ათასგზის გამოცდილი და მარტივი რეცეპტით. შევდგი მაცივარში და დავიწყე უშუალოდ სალათის მზადება.

shrimp salad

ინგრედიენტები:

900 გ კრევეტები
½ კონა კამა
2 ს.კ კაპერსი
ფორთოხლის ცედრა და წვენი
100 გ შინაური მაიონეზი
მარილი, პილპილი, ზეითუნის ზეთი

მომზადება:

კრევეტები გავარჩიოთ.

ტაფაზე გავაცხელოთ ცოტა ზეითუნის ზეთი და დავყაროთ კრევეტები. მოვბრაწოთ მაღალ ცეცხლზე. რამდენჯერმე ამოვურიოთ. როგორც კი გავარდისფრდება მზადაა. გადავიტანოთ ცალკე ჭურჭელში, მოვაფრქვიოთ პილპილი და შევაგრილოთ. კრევეტების შეწვა შესაძლებელია ღუმელშიც, ერთ ფენად გავშალოთ ტაფაზე, მოვასხათ ზეთი, მოვაყაროთ მარილი და პილპილი, რამდენიმე წუთით შევდგათ გახურებულ ღუმელში, სანამ ვარდისფერს მიიღებს.

მაიონეზს დავამატოთ დაჭრილი კამა, დაკეპილი კაპერსი, ფორთოხლის წვენი და ცედრა გემოვნებით. მოვასხათ კრევეტებს და შევდგათ მაცივარში 30 წუთით.

კომენტარები

კომენტარი

Nino Jananashvili
ბლოგ რატატუის ავტორი და Ratatui Food & Media-ს თანადამფუძნებელი, ფრანგული ენის სპეციალისტი, ფუდბლოგინგისა და ფოტობლოგინგის ხანგრძლივი გამოცდილებით. ჰყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი. 2014 წლიდან ცხოვრობს ამერიკაში და ახლა უკვე ამერიკულ რეცეპტებსაც უზიარებს მკითხველს.
http://www.ratatui.me

One thought on “კრევეტების სალათა

  1. Merci Philippe pour la citation. Tu notes à deux reprises dans ton article que klout est amusant, et je suis d’accord avec toi. Ce que Klout a compris c’est la gamification, un peu comme dans Foursquare. Gagner des points en fonction de sa présence, par la valorisation par ses pairs. Ça ne m&Ãrtuo;r©qonnesait pas qu’on voit aussi un système de badge se développer. C’est à la croisée des chemins entre la recommandation professionnelle et le jeu.

Leave a Reply

Top